სიახლეები
საინტერესო

თაიგული სარვამარტოდ - რომელი ყვავილი ვაჩუქოთ მასწავლებელს?
06-03-2020
-
+


თითქოს არაფერია რთული მასწავლებლისთვის თაიგულის შერჩევაში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ყვავილს თავისი სიმბოლიკა აქვს. ამიტომ აჩუქეთ ყვავილი მასწავლებელს მისი სიმბოლოკის გათვალისწინებით, რომ მან ადრესატს სიხარული მოუტანოს.

ალსტრომერია
- ინკების ლეგენდების თანახმად, ეს წარმოუდგენლად ლამაზი და ელეგანტური ყვავილი მზის სიმბოლოს წარმოადგენს. სხვა წყაროებით კი ალსტრომერია კეთილდღეობის, იღბლის და სიმდიდრის სიმბოლოა.




ეუსტომა - სიყვარულის, სიწმინდის და სისპეტაკის სიმბოლოა. მექსიკელებში ეს მცენარე გაზაფხულის სიმბოლო იყო და მასთან ერთად სიხარულის მომტანი, ასე რომ ეს ლამაზი ყვავილი შესანიშნავი იქნება თუ ახალგაზრდა მასწავლებელს აჩუქებთ. უკეთესია თუ ნარინჯისფერ ან იასამნისფერ თაიგულს შეარჩევთ.



ვარდი - ეს, სავარაუდოდ, ერთადერთი ყვავილია, რომელსაც ბევრი სიმბოლო აქვს, რომელიც სხვადასხვა კულტურებისა და რელიგიებიდან მოდის. ამიტომ ფიქრისას, თუ რომელი ყვავილი აჩუქოთ მასწავლებელს, ყურადღება შეაჩერეთ კლასიკურ ვარდებზე - შინდისფერი და ვარდისფერი ელფერით. უკეთესია თუ მოერიდებით ზედმეტად თვალშისაცემ და ყველასთვის ცნობილ სიმბოლოებს - თეთრ, წითელ და ყვითელ ვარდებს.

გებერა „ყვავილების ენაზე“ გულწრფელი სიხარულის, სიკეთის და სიწმინდის სიმბოლოა. ეს ძალიან პოზიტიური ყვავილია. ბევრს ნუ იფიქრებთ ეგზოტიკური ყვავილების ენის რთულ სიმბოლიკაზე - უბრალოდ შეიძინეთ გებერების თაიგული მასწავლებლისთვის.



ქრიზანთემა - იაპონიის კულტურაში მზის სიმბოლოა და იმპერატორის ემბლემასაც წარმოადგენს. „ყვავილების ენაზე“ - ეს არის კეთილდღეობის, ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლო. ეს უნივერსალური ყვავილია მასწავლებლისთვის მისართმევად. შესაძლებელია ნებისმიერი ფერის ამორჩევა, ყვითელისაც კი - ამ შემთხვევაში არ ჩნდება ასოციაცია „განშორების ფერთან“.

ზამბახი - მსოფლიო კულტურაში ხელოვანების და სამეფო პირების ყვავილად ითვლება. ეს არის სიძლიერის, სილამაზის, სიბრძნის და კეთილშობილების სიმბოლო. ეს ლამაზი და კლასიკური ყვავილი შესანიშნავი არჩევანი იქნება ნებისმიერი ასაკის მასწავლებლისთვის.

კარგი ვარიანტია კომპოზიცია გაზაფხულის ტიტებისგან. ეს არის გაზაფხულის, სიხარულის და სიყვარულის სიმბოლო. გარდა ამისა, ტიტა „ყვავილების ენაზე“ დიდებას და კარგ რეპუტაციას ნიშნავს. ტიტების თაიგულს ოპტიმიზმის, სიხარულის დამუხტვა და დეპრესიასთან გამკლავება შეუძლია.

შროშანს ხშირად შეხვდებით სამეფო ოჯახების გერბებზე. შროშანი აღნიშნავს სიწმინდეს, კეთილშობილებას და მშვიდობას.

რა შევარჩიოთ: თაიგული თუ ყვავილების კომპოზიცია?

არჩევანი მშობელზეა - მათ შეუძლიათ მასწავლებელს აჩუქონ კლასიკური თაიგული. მაგრამ თუ გინდათ პედაგოგს მიართვათ რაღაც არაორდინალური, მაშინ არჩევანი ყვავილების კომპოზიციაზე შეაჩერეთ. 

ასევე დაგაინტერესებთ - როგორი ყვავილები მოსწონთ მასწავლებლებს


იხილეთ ასევე - რომელი ოთახის მცენარის გახარება შეიძლება სკოლაში - 7 საუკეთესო ვარიანტი

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება