მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები „დეკორატიულ მცენარეების მწარმოებელი ასოციაციის“ წარმომადგენლებთან სართიჭალის მეურნეობაში იმყოფებოდნენ. მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იყვნენ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
ვიზიტის მიზანი იყო მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი შერჩევა სოფელში არსებული სკვერის გასალამაზებლად.
თითოეული მცენარის ვიზუალურად აღქმამ და ასოციაციის წარმომადგენლებისგან ახალი ინფორმაციის გაცნობამ ინტერესი მცენარეთა მიმართ უფრო გააღვივა.
მსმენელები გაიყვნენ ორ ჯგუფად და ჩამოწერეს ის მცენარეები, რომლებიც, მათი აზრით, უნდა განთავსებულიყო სკვერში.
მოსწავლეებმა შეარჩიეს მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარეები ბიოლოგიური თვისებურებების, ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
ასოციაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები, მოისმინეს არგუმენტები, თუ რატომ შეირჩა ესა თუ ის მცენარე და მოსწავლეებს მისცეს რეკომენდაციები.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4( ხარისხიანი განათლება ) , მე-15(დედამიწის ეკოსისტემები) მე-17(თანამშრომლობა) მიზნებს.
სკოლა აქტივობებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო