მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისტანციური სწავლება სიახლეა, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე სკოლაში უკვე დანერგა.
ონლაინ სწავლება გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის ორი სოფლის, მთისუბნისა და პანტნარის სკოლებში ინგლისური ენის შესწავლით დაინერგა. საპილოტე პროგრამამ გაამართლა და სამომავლოდ ის ბევრ სკოლას მოიცავს.
„ეტალონი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი, რამდენად მოსწონთ მოსწავლეებს ონლაინ სწავლების მეთოდი და რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ისინი დისტანციურად, კომპიუტერთან სწავლას. ამის გასარკვევად ერთ-ერთი საპილოტე სკოლის, პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორს, არჩილ მარკოიძეს დავუკავშირდით:
„ჩვენი სოფელი მაღალმთიანია, შეიძლება ითქვას, რომ ხულოს რაიონში ყველაზე მაღალმთიანი სოფელია. წლების განმავლობაში ვაკანსია გვქონდა გამოცხადებული ინგლისური ენის პედაგოგზე, არ მოვიდა არავინ გეოგრაფიული მდგომარეობის გამო. გავაკეთე განაცხადი პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის“, შემდეგ შემომთავაზეს დისტანციური სწავლება და დავეთანხმე. ნამდვილად კარგია. ძალიან უხარიათ ბავშვებს, კომპიუტერთან რომ სწავლობენ. ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს, კვალიფიციური და კარგადაც ასწავლიან.
ჩვენს სკოლაში კონტიგენტი არის ცოტა. კლასში არის ერთი ან ორი მოსწავლე, ვინაიდან კონტიგენტი პატარაა, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე ასწავლის მასწავლებელი მოსწავლეს. ერთ კლასში 10-15 მოსწავლე რომ იყოს, ალბათ, ზედამხედველობა დასჭირდებოდათ და ყურადღება. ამ ეტაპზე კი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს დისტანციური სწავლების პროცესი“, - აღნიშნა „ეტალონთან“ საუბარში პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორმა, არჩილ მარკოიძემ.
როგორც აღმოჩნდა, დისტანციური სწავლების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივ მოსწავლეებს განათლების მიღებაში დიდთოვლობის გამო ხელი აღარ შეეშლებათ. პროგრამა ასევე მოსახერხებელია ისეთი სკოლებისთვის, რომლებსაც კადრების დეფიციტი აქვთ. დისტანციური სწავლება ყველა შესაძლებლობისა და სოციალური ფენის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა