სიახლეები
საინტერესო , რჩევები

კორონავირუსის ადრეული სიმპტომები - როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ დაავადებაზე?
04-03-2020
-
+


ჩინეთის ქალაქ უხანში, 140-მდე ჰოსპიტალიზებული პაციენტის კვლევამ ახალ კორონავისუსთან დაკავშირებული რიგი სიმპტომები გამოავლინა. ამის შესახებ Business Insider-მა თავად კვლევაზე დაყრდნობით დაწერა.

უხანის უნივერსიტეტთან არსებული ჩჟუნანის საავადმყოფოს მკვლევარების თქმით, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომია ცხელება, რომელიც გამოკვლეულთა 99% დაუფიქსირდა.

სხვა საერთო სიმპტომები მოიცავს მოთენთილობას და მშრალ ხველას, რომელიც კვლევაში მონაწილე პაციენტების ნახევარზე მეტს დაუფიქსირდა. დაახლოებით მესამედს კი ასევე აწუხებდა კუნთების ტკივილი და გართულებული სუნთქვა, მართალია პაციენტებს პირველი სიმპტომების გაჩენიდან დაახლოებით ხუთი დღე სჭირდებოდათ სუნთქვის პრობლემების დაწყებამდე. 

გაციებასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, როგორიცაა თავის ან ყელის ტკივილი, დაფიქსირდა მხოლოდ მცირე შეთხვევებში.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვირუსის მიმართ ყველაზე დაუცველნი არიან ხანდაზმული ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებით. კვლევაში მონაწილე პაციენტების 54%-ზე მეტი მამაკაცი იყო, ხოლო პაციენტების საშუალო ასაკმა 56 წელი შეადგინა.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდნენ, უჩიოდნენ მუცლის ტკივილს და მადის დაკარგვას, კორონავირუსის უფრო მსუბუქი შემთხვევების მქონე პაციენტებისგან განსხვავებით.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს რამდენიმე ადრეული „არატიპური“ სიმპტომი: მათ აღმოაჩინეთ, რომ 14 პაციენტს დიარეა და გულისრევა განუვითარდათ ერთი-ორი დღით ადრე მანამდე, რაც ტემპერატურამ აუწიათ ან სუნთქვა გაურთულდათ.  ეს ასევე შესაძლოა იყოს ვირუსის გავრცელების გზა. 

მაგალითად, ერთ-ერთი ადამიანი ასეთი არატიპური სიმპტომებით ქირურგიულ განყოფილებაში მოხვდა და მინიმუმ ოთხი სხვა ჰოსპიტალიზებული პაციენტი დააინფიცირა. ოთხივეს და მინიმუმ 10 საავადმყოფოს თანამშრომელს გაუჩნდა ისეთივე ატიპური სიმპტომები.

140 პაციენტიდან, რომლებიც ჩჟუნანის საავადმყოფოში კვლევაში მონაწილეობდა, თითქმის თითქმის 30% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი იყო.

მეცნიერები დღემდე თვლიან, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

კორონავირუსი, გრიპი თუ გაციება: როგორ უნდა მიხვდეთ, რით ხართ დაავადებული?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება