მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარნეულის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სასკოლო თემის ჩართულობით სკოლის შენობის პერიმეტრი დასუფთავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე სამუშაოებში მშობლების ინიციატივა და ჩართულობა.
„მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის სამი მოსწავლის მამამ, ანარ მამიშოვმა გამოავლინა სამოქალაქო ინიციატივა, არ დალოდებია სხვას, არ უთქვამს, ჩემ გარდა ორიათასი მშობელი გყავთო და მოვიდა თავისი სამსახურით. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ თავშესაფრის ძაღლებს აცრა გაუკეთა საკუთარი ხელით. უახლესი აპარატურით დაამუშავა სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული. ეს სამუშაოები მან თავის თანამშრომლებთან ერთად უანგაროდ შეასრულა. ასეთი ადამიანები ქმნიან მაღალი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე სოციუმს!
სხვადასხვა ინფექციასა თუ ვირუსთან ბრძოლის დროს უმნიშვნელოვანესია ერთიანობის განცდა, თანადგომა და არა პანიკა“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება