მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საზოგადოებამ მასწავლებლისგან წლების წინ შექმნა იდეალური პიროვნება და პედაგოგებსაც, მუდმივად არსებულ სტერეოტიპებთან უწევთ ადაპტირება. თუმცა, იმავდროულად, არსებობს ისეთი მითები, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
მითი N 1 - მასწავლებლის მთავარი მიზანი მაქსიმალური ცოდნის გაზიარებაა
მართალია, ცოდნის გაზიარება ყოველი მასწავლებლის მიზანია, თუმცა მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მიღებული ინფორმაცია გაიაზროს. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ დროს მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. მასწავლებლისთვის მთავარია, ბავშვს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა და რეალურად, არავის სიამოვნებს დაზუთხული ფრაზების მოსმენა.
მითი N 2 - მასწავლებლის ცხოვრება მარტივია
რომ იცოდეთ, რეალურად რამდენ საათს მუშაობს მასწავლებელი, ეს მითი მაშინვე დაიმსხვრეოდა. არადა მოსწავლეებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ მასწავლებლის საყვარელი საქმიანობა მათი წამებაა. არადა მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც საკუთარი ცხოვრება გააჩნია.
მითი N3 - არსებობს მასწავლებლის ორი ტიპი - ვისაც ვემორჩილებით და ვისთანაც „ყველაფერი მოსულა“
რეალურად, არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები - ზოგი მეტად, მომთმენია, ზოგი კი პირიქით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველ ტიპთან ყველაფრის უფლება უნდა მისცეთ თავს და მეორესთან შიშისგან იკანკალო. სინამდვილეში კი მასწავლებლები ერთი რამით გვანან ერთმანეთს - მათ ახსოვთ ყველაფერი, რაც კი მოსწავლეებს უთქვამთ და უხეშად ნათქვამი ყოველი სიტყვა კვალს ტოვებს მათ გულში.
მითი N4 - მასწავლებლის ფავორიტი ფრიადოსანი მოსწავლეა
მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, წაახალისოს კარგი ყოფაქცევა, ამიტომ მადლიერებას გამოხატავს ფრიადოსანი მოსწავლეებისადმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, ისინი მისი საყვარელი მოსწავლეები არიან. ამ დროს ბუნტისთავი მოსწავლე შესაძლოა სულაც საკუთარ ბავშვობას აგონებდეს.
მითი N5 - მასწავლებელს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს
მასწავლებელი იდეალური უნდა იყოს და ამის გაკეთება ძალიან რთულია ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის. თუმცა ფაქტია, რასაც ითხოვენ მოსწავლეებისგან, თავადაც მოეთხოვებათ მათი მხრიდან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.