სიახლეები
საინტერესო

''მე მალაქი ვარ, აზერბაიჯანელი გოგო, ჩემი სახელი ქართულად ანგელოზს ნიშნავს, ჩემი ფრთები ქართული ენაა''
05-07-2017
-
+


მე მალაქი ვარ, აზერბაიჯანელი გოგო, ჩემი სახელი ქართულად ანგელოზს ნიშნავს. ანგელოზს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფრთები. ჩემი ფრთები ქართული ენაა, რომელიც საოცარ მომავალში გადამაფრენს. მე ეს მჯერა!

საქართველოში დავიბადე, პირველი ნაბიჯები ამ მიწაზე გადავდგი, აქ გავიზარდე. პირველი კლასიდან დავიწყე ქართული ენის შესწავლა. აი, აქედან დაიწყო ჩემი გზა წარმატებისკენ.

ნაბიჯებს გაუბედავად ვდგამდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გზა დიდი წარმატებისკენ წამიყვანდა. ქართული ენის საშუალებით ბევრი ოცნება, სურვილი ავიხდინე. ქართულ ენას  ჯადოსნური გასაღები დავარქვი.

ქართულად ბევრი ცნობილი ნაწარმოები წავიკითხე. ისეთი ტკბილია ქართული ენა, რომ წაკითხვასთან, ლაპარაკთან გაყრა შეუძლებელია. მადლობელი ვარ ილიას, აკაკის, იაკობის და სხვების, რომ მაგრძნობინეს ქართული ენის სიდიადე. ეს ენა ჩემს ბნელ ღამეში ანთებული ლამპარია, ჩემი საოცარი გზაა წარმატებისკენ.

იცით როგორია ჩემი ყოველდღიური ყოფა? მოწყენილი და ერთფეროვანი, ნაცრისფერი და შინაარსგამოცლილი. ერთადერთი ლამპარი, რომელიც შორიდან მინათებს და უკეთეს მომავალს მპირდება, ქართული ენის ცოდნაა. ამ ენის დამსახურებაა, რომ შევძელი ''ეტალონის'' კონკურსში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა. ამ ენამ გამომიყვანა ჩემი სოფლიდან  და საქართველოს ულამაზეს კუთხეს, სამცხე-ჯავახეთს მაზიარა. ბაკურიანის ულამაზესი მთებიდან გავყურებდი ჩემს სამშობლოს და მიუხედავად იმისა, რომ პოეტი არ ვარ, მაშინ მომინდა დამეწერა ლექსი საქართველოზე:

''საქართველო, ჩემო!

ნათელო სამყარო,

სიბნელეში ჩემო

ანთებულო ლამპარო,

შენი ტრფობა გულში ცხოვრობს

და დღითიდღე იზრდება,

როცა ვფქირობ უმალ გრძნობა მიჩნდება,

და ვამბობ:

ჩემი ცხოვრების მიზანო,

ჩემო ძარღვში სისხლო,

ჩემო კაშკაშა მზეო!

მჭირდები!  

დამიჯერეთ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ თემაზე,მაგრამ ჩემს კალამს არ აქვს იმის ძალა, რომ აღწეროს მისი სილამაზე სრულად.

ხშირად მეუბნებიან, რომ ბევრ წარმატებას მივაღწიე,ბევრჯერ გავიმარჯვე,რა არის ამის მიზეზი?შრომა და ქართული ენის ცოდნა. აი, ეს არის საიდუმლო.

ქართული ენა ჩემი ნდობის წყაროა. ასე მგონია, ჩემი ჯადოსნური გასაღებით ყველა კარის გაღება შემიძლია.

ჩემი სამშობლო, ქართული ენა და მე ამ წუთისოფელში ერთგულები ვართ და ვიქნებით. ფრთებგაშლილი მივფრინავ მისკენ და ნუ ჩამომაჭრით ფრთებს, მაცალეთ ფრენა, ფრენა უკეთესი მომავლისა  და წარმატებისკენ!

ავტორი - კირაჩმუღანლოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მალაქ აშიროვა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცი

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება