მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსის გამო, 16 მარტის შემდეგ სასწავლო პროცესის გადადება ამ ეტაპზე არ განიხილება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
„ჯერ არ არის განხილვის რეჟიმში ეს საკითხი. არ განვიხილავთ 16 მარტის შემდეგ გადაიდოს სასწავლო პროცესი. ამას სიტუაცია გვიჩვენებს. ყოველდღიურად ჩართული ვართ და ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება ქვეყანაში დადგება, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე. იმ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელსაც მოგვცემენ.
რეკომენდაციების ფარგლებში 16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები საჯარო სკოლებში, მათ შორის კერძო სკოლებში. მთავრობის დადგენილების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც ასევე შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. 16 მარტამდე არც ერთ დაწესებულებაში არ განახლდება სასწავლო პროცესი. ასევე გვაქვს გრძელვადიანი გეგმა და ვიწყებთ სკოლების დახმარებას, რომ მუდმივ რეჟიმში მოახდინონ სანიტარია ჰიგიენის ნაწილში. მოაწესრიგონ სასწავლო სივრცე და არა მარტო სასწავლო სივრცე, ასევე საპირფარეშოები“ , - განაცხადა დგებუაძემ.
წყარო:1tv.ge
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა