ზოგადი უნარების გამოცდის საკითხები - 1-ლი სესიის აბიტურიენტების შეფასებები
06-07-2017
დაკოპირებულია
-
+
ზოგადი უნარების გამოცდის პირველი სესია დასრულდა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა დაახლოებით 95% გამოცხადაა. როგორც აბიტურიენტები აღნიშნავენ, მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო, ვიდრე ვერბალური. ''მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო. ანალოგიებში ბევრი უცხო სიტყვა იყო. წაკითხულის გააზრებაში მეორე ტექსტი უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი. ლოგიკის ამოცანები კი იოლი იყო. წინადადების გააზრებას რაც შეეხება, საკმაოდ რთული იყო. მინდა აღვნიშნო, რომ საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო. ხმაური ქუჩიდან შემოდიოდა და ეს გონებას გვიფანტავდა. დამკვირვებელი სულ დროს გვახსნებდა და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებდა,'' - აღნიშნა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა ''პროგრესის'' კურსდამთავრებულმა საბა ყიფიანმა, რომელიც გამოცდებს ქუთაისის N41 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.
''ჩემთვის ვერბალური ნაწილი უფრო იოლი იყო. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ანალოგიები იყო რთული, რადგან ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ცოდნას მოითხოვდა. რადგან მე ეს საგნები ვიცოდი, შედარებით გამიიოლდა. ანალოგიების ჩამონათვალში ნამდვილად ბევრი უცხო სიტყვა იყო. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვინც ბიოლოგია იცოდა, მისთვის არ იქნებოდა რთული. მაგალითად, მეწყერი - ნამქერი, მზე და გვალვა, ტორნადო და მტვერი. ანალოგიებთან შედარებით ლოგიკა არ იყო რთული. წინადადების შევსებაც არ იყო რთული. წაკითულის გააზრებას რაც შეეხება, პირვლი უფრო რთული იყო. მეცნიერული ტექსტი იყო და ეხებოდა ფრინველებს, თუ როგორ ხმებს გამოსცემენ ისინი. მეორე ტექსტი უფრო მარტივი იყო, რომის კულტურასა და ისტორიაზე იყო. მათემატიკურ ნაწილში სააზროვნო კითხვებიც იყო: მონაცემთა ანალიზი, გააზრება, შედარება. ყველაფერი ძალიან მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობდა,'' - აღნიშნა თბილისის N201 სკოლის კურსამთავრებულმა ქრისტინა ჩაკვეტაძემ, რომელიც გამოცდებს თბილისის N117 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.
''მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო, ვიდრე ვერბალური. აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, რომ ანალოგიებში ბევრი უცხო სიტყვა იყო, მე ვერ დავეთანხმები, ანალოგიები არ გამჭირვებია. წაკითხულის გააზრებას რაც შეეხება, იყო საკმაოდ რთული,'' - აღნიშნა ქუთაისის N29 სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ლევიძემ, რომელიც გამოცდებს ქუთაისის N17 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.
ზოგადი უნარების გამოცდის მე-2 სესიის რეგისტრაცია 14:00-ზე დაიწყება.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“