მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალ მასწავლებლებს 3 მარტი და ქალთა დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სკოლაში უკვე დამკვიდრებული ტრადიცია და სკოლის კულტურად იქცა ამ დღეების აღნიშვნა.
„გაზაფხულის შემობრძანებას ორი უმშვენიერესი დღე - დედის დღე და ქალთა დღე მოჰყვება ხოლმე. ჩვენს სკოლაში უკვე 5 წელია ეს დღეები განსაკუთრებით აღინიშნება. ვინაიდან სკოლის 67 თანამშრომლიდან 64 ქალია, ამ დღეს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ცდილობს, ყურადღების მიღმა არ დარჩეს არც ერთი მანდილოსანი. გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება გაზაფხულის დასაწყისში, წელს კორონავირუსთან დაკავშირებით ნაადრევად გამოცხადებული საგაზაფხულო არდადდეგების გამო ვერ ჩატარდა. ამიტომ ყველა ქალს დირექტორმა დედაშვილობის ხატით მიულოცა გაზაფხულის დადგომა, ქალთა დღე და დედის დღე. გაზაფხულის სითბო, მზიანი დღეების სიმრავლე და წარმატებები უსურვა მათ. ეს კი ჩვენი სკოლის უკვე გამორჩეული კულტურაა“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება