მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკული რადიოსადგურის NPR-ის განათლების განყოფილების კორესპონდენტმა კორი ტიორნერმა გადაწყვიტა მარტივად მიეწოდებინა ბავშვებისთვის კორონავირუსის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და კომიქსი შექმნა.
ექსპერტების სახით მან ახალი ორლეანისა და ილინოისის უნივერსიტეტების და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებს უხმო.
კორონავირუს COVID-2019-ის შესახებ მარტივ სამეცნიერო ფაქტებს ტიორნერი ძალიან მარტივი ენით ყვება და ბავშვებისთვის გასაგებ შედარებებს აკეთებს. იგი ყვება, რომ ახალგაზრდა ორგანიზმი ინფექციისადმი ნაკლებად მგძნობიარეა და დაავადებასაც მარტივად უმკლავდება, ვიდრე ვიდრე უფროსი ან მხცოვანი ადამიანი. თვალსაჩინოებისთვის ჟურნალისტი კორონავირუსის მარტივ ფორმას ზომიერად ცხარე სალსას სოუსს ადარებს.
კომიქსის ცალკე ნაწილი პროფილაქტიკას ეძღვნება და გვიყვება, თუ რა უნდა გაკეთდეს ვირუსისგან თავის დასაცავად. ტიორნერი ბავშვებს ახსენებს, რომ ხელები საპნით და თბილი წყლით არანაკლებ 20 წამი უნდა დაიბანონ, დაცემინებისას მაჯა უნდა აიფარონ და რაც ყველაზე მთავარია - უფროსებისთვის კითხვის დასმას არ მოერიდონ და თანატოლების მონაყოლს დიდად არ ენდონ.
კომიქსში ბოლო ნაწილი ეთმობა ტოლერანტობას. ავტორი ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსით შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაინფიცირდეს, იმისგან დამოუკიდებლად, რა ქვეყნიდან ჩამოვიდა. ტიორნერი ბავშვებს ახსენებს, რომ თუ უცნობი სხვა ენაზე საუბრობს და განსხვავებულად გამოიყურება, ეს არ ნიშნავს, რომ რომ იგი დაავადების მატარებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება