სიახლეები
სიახლეები

ზოდიაქოს ერთ ნიშანს ოცნებების ახდენის დრო ეწყება - ოთხშაბათს საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, რაც წარმატებას მოგიტანთ
09-03-2020
-
+


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღევანდელი დღის გარდა, ეს კვირა კარგია. დღეს სავსემთვარეობაა, დიდი ენერგია მოდის, ყველა ვერ უძლებს მას და აგრესიაში გადადის. შესაბამისად, დღეს მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაიწყებთ.

სასიკეთო პერიოდი ხვალიდან იწყება და დადებითი ტენდენცია 24 მარტამდე გასტანს. 10 მარტიდან დაიწყეთ მნიშვნელოვანი იდეების რეალიზება. ოთხშაბათს კი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ. ის შეიძლება დიდი წარმატების მომტანი იყოს.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: ყველაზე რთულ მდგომარეობაში ხართ. გაციების და ინფექციური დაავადებების ტენდენცია ყველაზე მაღალი თქვენ გაქვთ. ასევე, იმატებს ნევროზულობა და სტრესული სიტუაციებიც. თუმცა ინტუიცია მაღალ დონეზე გექნებათ და მეგობრების დიდ თანადგომასაც იგრძნობთ.

კურო: აქტიური და ენერგიული ხართ, ძველი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა გაქვთ. მატერიალური მდგომარეობისა და კარიერული განვითარების ალბათობაც მაღალია. თქვენი და საზოგადოების ურთიერთგაგება იმატებს, ავტორიტეტი აგიმაღლდებათ.

ტყუპები: თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ძალიან არ გადაიტვირთოთ. სარისკო მოქმედებებს ხელს ნუ მოკიდებთ. თუმცა შეიძლება იპოვოთ სპონსორები და საიმედო პარტნიორები. ქორწინების და ახალი სასიყვარული ურთიერთობისთვის კარგი დროა.

კირჩხიბი: ახლა თქვენი დროა, აქტიური და პოზიტიური ხართ. რომანტიზმი და ინტუიცია გემატებათ. 2 კვირიანი არნახული აღმავლობის დრო გეწყებათ, ყველა მიმართულებით. ნუ იზარმაცებთ, გააქტიურდით.

ლომი: საინტერესო ცვლილებები იწყება თქვენს ცხოვრებაში. ერთადერთი გაფრთხილებაა - არ გადაიღალოთ. კვირის მეორე ნახევრიდან დივიდენდები შემოგდით, მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ.

ქალწული: აქტიური, ენერგიული ხართ. პრიორიტეტები გეცვლებათ და თან სასიკეთოდ. პოზიტიურად შეხედავთ ყველაფერს, წარმატების შანსი გაქვთ სამსახურსა და პირად ურთიერთობაში.

სასწორი: უკეთ იგრძნობთ თავს, პრობლემებს მოაგვარებთ სახლშიც და სამსახურში. ძველი შეცდომების გამოსწორების პერიოდია, რაც შემდგომ წარმატებას შეუწყობს ხელს.

მორიელი: შარმიანი, ინიციატივიანი და მებრძოლი ხართ, ყველაფერი გამოგდით. მთავარია ცდუნებებს არ აჰყვეთ. თუ ეს არ იქნება, ეს ორი კვირა თქვენთვის საუკეთესო დროა.

მშვილდოსანი: კვირის პირველი ნახევარი დაუთმეთ ოჯახს, შეიძლება ხარჯები გაგეზარდოთ. 12 მარტიდან აღმავლობის პერიოდი გეწყებათ.

თხის რქა: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, შეუპოვარი ხართ. ყველა სფეროში მაღალია თქვენი წარმატების შანსი. ეს ის შემთხვევაა, როცა არავითარი წყალქვეშა დინება არ გაქვთ. ეს თქვენი დროა.

მერწყული: რაც ხელს გიშლით უნდა დაემშვიდობოთ. იხსნება თქვენი ახალი გზა, თქვენი ოცნებების განხორციელების დრო იწყება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და თქვენი ფანტაზიების რეალიზების საშუალება გაქვთ. ერთადერთი რაც ყურადღებას ითხოვს ეს არის ენერგოტონუსი.

თევზები: ხელს გიშლით ზედმეტი ემოცია, თუ ამას გააკონტროლებთ კარგი კვირა გექნებათ. ყველა მხრივ საუკეთესო შესაძლებლობები გაქვთ კოსმოსიდან, ამიტომ ხელიდან არ გაუშვათ ეს პერიოდი. წარმატებული იქნებით კარიერაშიც, შემოქმედებაშიც. მატერიალური კუთხითაც სასიკეთო ტენდენციები გაქვთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება