სიახლეები
სიახლეები

საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად მასწავლებლის სახლმა კონკურსი დაიწყო
09-03-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით,  ყოველწლიურ კონკურსებს ატარებს.

2020 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები, შემდეგი საგნის პედაგოგებისთვის:

2020 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი;
2020 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესი მასწავლებელი;
2020 წლის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი.
2020 წლის ფიზიკის საუკეთესო მასწავლებელი;
2020 წლის ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2020 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2020 წლის გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელი;
2020 წლის რუსული ენის საუკეთესო მასწავლებელი;

რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 9 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით.

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.


თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული, როგორც მეორე ენის, მათემატიკის , ფიზიკის, ინგლისური ენის, ფრანგული ენის, გერმანული ენის, რუსული ენის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

 კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია.

კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ.ბმული).

ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;

გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;

დ) საგანმანათლებლო რესურცენტრებს;

ე) პროფესიულ გაერთიანებას.

„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.


კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“, რომელიც შეფასდება „ ჩემი პედაგოგიური კრედო „ -ს შეფასების რუბრუკით, საშუალებით, ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე/ გაკვეთილებზე დასწრებით,(გაკვეთილის ფასდება მასწავლებელის შეფასების სტანდარტიზირებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 2019 წლის 12 ივნისის N124 ბრძანებით, დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის მიხედვით).
ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის როლით და მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ (მაგ. მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი,დამსახურება).
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).

საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3წთ. ხანგრძლივობის) ისაუბრეთ: თქვენთვის, როგორც პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ; აღნიშნეთ (მოიყვანეთ მაგალითები), როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებეი თქვენს პედაგოგირ პრაქტიკაში გთხოვთ, ვიდეოჩანაწერი გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება