სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტროსა და ამირან გამყრელიძის კომენტარი არდადეგების გახანგრძლივებაზე
10-03-2020
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადდა. იმ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დღეს კი 15 ადამიანია დაინფიცირებული. 

გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები? - ამ საკითხის გასარკვევად „ეტალონი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, არდადეგების გახანგრძლივება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზეა დამოკიდებული. 

„ჩვენ ვართ დამოკიდებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე.თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვცემს რეკომენდაციას, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჭიროა, გადაიდოს სწავლა, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. ჯერჯერობით ოფიციალურად საუბარი არ არის, რომ გადავდოთ სწავლა, თუმცა გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად შეიძლება უეცრად შეიცვალოს.

თუ სწავლა გადაიდო, ამ შემთხვევაში სკოლები აანაზღაურებენ ​გაცდენილ საათებს. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, კონკრეტულად ვიტყვით, რა ფორმით მოხდება გაკვეთილების ანაზღაურება. შეიძლება შაბათ-კვირის ხარჯზე ანაზღაურდეს, ან სწავლის დრო გახანგრძლივდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ 4 დღით არის გახანგრძლივებული არდადეგები. რომლის ანაზღაურების პრობლემაც არ იქნება. უნდა ანაზღაურდეს, რომ დაძლეულად ჩაითვალოს პროგრამა ბავშვებისთვის - განგვიცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ამ საკითხზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმაც გააკეთა, ამირან გამყრელიძე სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებას არ გამორიცხავს: 

„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“.

იხილეთ ასევე: ვინ და როდის გადაწყვეტს გადაიდება თუ არა სწავლა?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება