სიახლეები
სიახლეები, რჩევები

როგორ ხდება თვითიზოლაცია? - საკვები პროდუქტები და წამლები უნდა დაუტოვოთ კართან...
11-03-2020
-
+


საქართველოში, კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმსა და სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 234 ადამიანი იმყოფება.
 
გარდა ამისა, ის ადამიანები, ვინც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან(ჩინეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან) შემოდიან, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. კონკრეტულად ამას ეპიდემიოლოგი წყვეტს, მოქალაქე ექვემდებარება კარანტინს, თუ თვითიზოლაციაში რჩება 14 დღის განმავლობაში.
 
როგორ ხდება თვითიზოლაცია
 
თვითიზოლაცია გულისხმობს თავის შეკავებას გარშემომყოფებთან კონტაქტისგან, რათა გამოირიცხოს მათი დაინფიცირება, იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ ვირუსის მატარებელი ხართ. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი არ უნდა გამოჩნდეს საჯარო თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, სამსახურში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვა დაწესებულებებში.
 
თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია პოტენციურ პაციენტს სახლამდე ტრანსპორტირებაში დაეხმაროს, თუკი მას ამის საშუალება არ აქვს. ასევე, უნდა შემოწმდეს იზოლაციისთვის შერჩეული საცხოვრებელი გარემო, პოტენციური პაციენტი უნდა მოთავსდეს ცალკე საცხოვრებელ შენობაში ან განცალკევებულ ოთახში. სასურველია, საცხოვრებელში არ იყოს საერთო სარგებლობის აბაზანა და ტუალეტი ან გამოყენების შემდეგ ყველაფერი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარებით.
 
თუ ვერ ხერხდება ადამიანის სრულად იზოლირება ოჯახის წევრებისგან, ის უნდა მოთავსდეს ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება და მაქსიმალურად მოშორებულია სხვების ოთახებისგან.
 
საკვები პროდუქტები და წამლები იზოლაციაში მყოფი პირებისთვის უნდა შეიძინონ სხვა ადამიანებმა და მიაწოდონ კონტაქტის გარეშე, მაგალითად, დაუტოვონ კართან, სადარბაზოში და ა.შ.
 
თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა უნდა დაიცვან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია, თუკი მათ კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან, გამოიყენონ პირბადე და ეცვათ ბახილები. საჭმელი მათ უნდა მიეწოდოთ უსაფრთხოების წესების დაცვით, შემდეგ კი ჭურჭელი განადგურდეს.
 
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხდება თვითიზოლაციაში მყოფი პირის მონიტორინგი. მას სახლში აკითხავს ეპიდემიოლოგი, რომელიც აკონტროლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ დაფიქსირდება ტემპერატურის მატება, იძახებს ბრიგადებს და გადაჰყავს სტაციონალურ დაწესებულებაში.
 
ასევე, თუ პირის პირის საცხოვრებელი გარემო არ აკმაყოფილებს თვითიზოლაციისთვის საჭირო მოთხოვნებს, ის სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაჰყავთ.
 
თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის დეტალური რეკომენდაციები ასეთია:
 
  • იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან კონტაქტის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში (ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყების წარმომადგენელი) და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა;
  • თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდებული ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება;
  • დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.
  • თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირები, მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტ ხანს.
  • იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი;
  • დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით;
  • ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ თქვენს მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს თქვენთან უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით;
  •  თუ აღგენიშნებათ ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური პროფილის (რეფერალურ) სტაციონარს;
  • თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
  • ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს;
  • ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები;
  • დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი - იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება