მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელოვნებო - შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისათვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე ცენტრის მიერ განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის) ჩაბარება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორია ან/და მათემატიკა.
მათემატიკაში/ისტორიაში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი ვალდებულია, პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის, ჩააბაროს აღნიშნული გამოცდაც.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას (მათემატიკა/ისტორია), აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს ერთერთი მათგანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
სად და როდის გაივლიან აბიტურიენტები სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილ კონკურსს? – „ნაეკის“ განმარტებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ჩაატარებენ კონკურსს (შემოქმედებით და სასპორტო ტურებს) და შესაბამისი ქულებით შეაფასებენ აბიტურიენტებს.
ამ ინფორმაციას დადგენილ ვადაში მიაწვდიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. კონკურსის სახელწოდებებსა და ინფორმაციას მათი ჩატარების ვადებისა და პროცედურების შესახებ გამოაქვეყნებენ თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს