მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გამოწვევად მიიღო სკოლამდელი განათლების ის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და გარკვეული მიზეზების გამო პროცესის გადავადებას გულისხმობს“, - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდრისას განუცხადა.
შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო.
„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გამოწვევად მიიღო სკოლამდელი განათლების ის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ბაღებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ. დეცენტრალიზაციის პირობებში ეს ძირითადად მუნიციპალიტეტების ქვეშ გადანაწილდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და გარკვეული მიზეზების გამო პროცესის გადავადებას გულისხმობს. ავტორიზაციის გავლა მოიცავს სხვადასხვა მოთხოვნებს და ესენია: ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი, სკოლამდელი მზაობის სტანდარტიზაცია 5 და 6-წლიანი ბავშვებისთვის, ინფრასტრუქტურული სივრცეები და ა.შ.“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
შეხვედრისას მხარეებმა სკოლებში არსებულ გამოწვევებზე და ახალი სკოლის მოდელზეც ისაუბრეს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა ახალი სკოლის მოდელი საქართველოს ყველა სკოლაში გავრცელდეს.მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „ჩვენი ამოცანაა ბავშვს აღმოვუჩინოთ ნიჭი და შემდეგ მივცეთ ამ ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა