სიახლეები
სიახლეები

ინგლისური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები მოსმენის დავალების სირთულეზე საუბრობენ
10-07-2017
-
+


დღეს აბიტურიენტები უცხო ენების გამოცდას აბარებენ. 

პირველ სესიაზე რეგისტრაცია 8 საათზე დაიწყო. 

როგორ აფასებენ აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას:

‘’მოსმენის დავალება გამიმარტივდა. არანაირი განსხვავება არ იყო, იმის მიუხედავად, რომ წელს 10-ის ნაცვლად 5 მცირე ზომის ტექსტი იყო. ასევე, ისტორიული პიროვნებების პირადი ცხოვრება იყო მოცემული და ამასთან დაკავშირებით უნდა გვემსჯელა.’’

‘’მოსმენის დავალება რთული იყო ჩემთვის. ერთ წინადადებაში ორი კითხვა იყო. ესსე იყო თემაზე - ახალგაზრდა ადამიანებისთვის მხოლოდ მშობლებლს შეუძლიათ კარგი რჩევის მიცემა, თუ არა. ამ თემაზე უნდა გვემსჯელა. გრამატიკული ნაწილი ყველაფერს მოიცავდა: სიტყვების ჩასმა, სხვადასხვა დროის გამოყენებაზეც იყო კითხვა. საერთო ჯამში მოსმენის დავალება გაართულეს, სხვა დანარჩენი არ იყო რთული.’’

''გამოცდა საერთო ჯამში რთული იყო. მოსმენის დავალებას რაც შეეხება, ნამდვილად რთული იყო. ერთ წინადადებაში ორი კითხვა არ არის მარტივი. გრამატიკაც სხვა წლებთან შედარებით რთული იყო. ესსეს თემა: Some people think, that only parents can give young people the best advice.'' 

"მოსმენის დავალება ოდნავ იყო გართულებული. არ იყო ისეთი, რომ ვერ გაგეგო და ვერ დაგეწერა. ესსე იყო თემაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ მშობლებს ბავშვებისთვის ყველაფერი კარგი უნდათ. საერთო ჯამში ინგლუსური ენის გამოცდა მარტივი იყო."

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება