სიახლეები
სიახლეები

ონის მერია ონლაინ ტესტების საშუალებით ზრუნავს მოსწავლეების განათლებაზე
12-03-2020
-
+


ლიკა ბუბაშვილიონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მესამეკლასელი, თითქმის სამი წელია ყველაზე მზრუნველი პროექტის ერთ-ერთი გულშემატკივარია და ტესტირებაშიც აქტიურადაა ჩართული. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო - გაგვიმხილა და ისიც დასძინა, ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად რომ ელის.

„ჩემთვის izrune.ge-ს ყოველი ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესოც და სახალისოც. ყველაზე მეტად მათემატიკური კითხვები მომწონს... ახლა „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ ვემზადები და ვცდილობ, ის ნაწარმოებები, რაც უნდა წამეკითხა, კარგად გავიაზრო, რადგან ჩემთვის izrune.ge ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“.

ლიკამ ისიც გაგვიმხილა, რომ განსაკუთრებით მოსწონს შემაჯამებელი ტესტები რადგან საშუალება აქვს, თავისი ცოდნა გამოავლინოს: „რაც ვისწავლე, შემაჯამებელ ტესტებში ჩანს და მიხარია, როდესაც ყველა კითხვას სწორად ვპასუხობ; საერთოდ, სწავლა და მეცადინეობა მიყვარს; თამაშიც მიყვარს და მეცადინეობის შემდეგ გართობისთვისაც ვიცლი ხოლმე. რომ გავიზრდები, მინდა, მასწავლებელი გამოვიდე და ბავშვებს სკოლაში მათემატიკა ვასწავლო“.

ლიკას დედიკომ, მერი ბარდაველიძემ კი გვითხრა, რომ izrune.ge მისთვის, როგორც მშობლისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მადლობაც გადაუხადა იმისთვის, რომ ონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს პროექტში უფასოდ ჩართვის საშუალება მისცა: „დიდ მადლობას ვუხდი ონის მერიას, იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს, მუნიციპალიტეტის მკვიდრ ყოველ მოსწავლეს izrune.ge-ში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. ეს მომავალ თაობაზე მზრუნველი პროექტი ბავშვის გონებას ავითარებს, ჩემი შვილის მაგალითით, თამამად შემიძლია თქმა, რომ ბავშვი მუდმივად ცდილობს, იყოს მობილიზებული, ემზადება ტესტირებისთვის, მუდმივად ძიების პროცესშია, იღებს ბევრ ინფორმაციას და მეც მოხარული ვარ, izrune.ge ჩვენი ცხოვრების ნაწილი რომ გახდა“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება