სიახლეები
სიახლეები

მოსმენის დავალების დროს ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებულ პრობლემას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პასუხობს
11-07-2017
-
+


კალმებისა და აუტანელი სიცხის შემდეგ უკმაყოფილებას აბიტურიენტები და მათი მშობლები უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის დავალების დროს არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო გამოთქვამენ.

Etaloni.ge - სთან საუბრისას ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ მოსმენის დავალების დროს ტექნიკური ხარვეზები იყო:

აბიტურიენტი:

‘’მოსმენის დავალებაზე ვერ ვარჩევდი საუბარს. არ ისმოდა გარკვევით. კარგად ვიცი ინგლისური და მაინც მოვახერხე დამეწერა ეს დავალება, მაგრამ არ შეიძლება ტექნიკური ხარვეზი იყოს მოსმენის დავალებაზე. ხმა შიგადაშიგ წესიერად არ ისმოდა.’’

აბიტურიენტი:

‘’მოსმენის დავალება რთული არ იყო, მაგრამ ტექნიკური ხარვეზი გვიშლიდა ხელს. საერთო ჯამში, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ხარვეზებს, გამოცდა საკმაოდ მარტივი იყო. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს მოსმენის დავალების დროს ტექნიკური ხარვეზები, რაც აბიტურიენტებს ამ დავალების შესრულებაში ძალიან გვიშლის ხელს.’’

ასევე ტექნიკური ხარვეზის გამო უკმაყოფილებას არ მალავდა ერთი-ერთი აბიტურიენტის მშობელი:

‘’ჩემი შვილი აბარებდა გამოცდას. ასე მითხრა დინამიკი შრიალებდა და ძალიან ცუდად მესმოდა, ძლივს გავარჩიე სიტყვები და რაზე იყო ტექსტში საუბარიო. ტექნიკურად გაუმართავი იყო საგამოცდო ცენტრი. ჩემმა შვილმა ძალიან კარგად იცის ინგლისური და დაწერა, მაგრამ რატომ უნდა იყოს ტექნიკური ხარვეზი გამოცდაზე?! ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ მათ ვინც საშულო დონეზე იცის ინგლისური ენა, გამოცდის ჩაბარება გაუჭირდეს.’’

უცხოური ენის მოსმენის დავალების გამო უკმაყოფილებას აბიტურიენტთა და მშობელთა ნაწილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავს:

აბიტურიენტი:

''საშინელი ''ლისენინგია'', სიტყვებს ვერ არჩევ. უმჯობესი იქნებოდა ყურსასმენებში მოგვესმინა.''

მშობელი:

‘’საერთოდ ცუდად ისმოდა ხმა მოსმენისასო. ძალიან უკმაყოფილო გამოვიდა ბავშვი. სპეციალურად შვებით?! ვერ გავიგე, რა უბედურებაა. გარდა ამისა, პასტები არ წერდაო. სანამ ერთი ამბავი არ ავტეხეთო და ბოლოს გამოცვალესო. მარტო კომენტარების კითხვა რას შველის, თუ არ გაითვალისწინეს ეს დარღვევები და არ გამოასწორეს. ეს ხდებოდა 175 სკოლაში (თბილისში). მიხედეთ პირობებს.’’

მშობელი:

 ‘’ჯერ იყო უვარგისმა კალმებმა დატანჯა აბიტურიენტები. დღეს კი ინგლისური ენის მე-2 ვარიანტის პირველი სავარჯიშო (მოსასმენი) არ ისმინებოდაო _ ჩიოდნენ ქუთაისში, N41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები. ცოდნის დონე რომ სწორად შეფასდეს, ტექნიკურად გამართული ხომ უნდა იყოს საგამოცდო პროცესი?!’’

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს ივა მინდაძეს დაუკავშირდა:  

‘’უცხოური ენების ერთ-ერთ ნაწილია მოსმენის დავალება. თვითონ პროცედურა არის შემდეგი: სანამ უშალოდ უცხო ენის ტექსტი დაიწყება, არის ქართული შესავალი. ამ დროს მეთვალყურე და IT სპეციალისტი რთავს მოსმენის დავალებას და აკვირდება, რომ კარგად ისმოდეს ყველაფერი. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სატესტო ნაწილი(ტექსტი უცხო ენაზე). ჩვენთან ამასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. როდესაც მსგავი ტიპის პრობლემაა, აბიტურიენტმა გამოცდის დროს უნდა განაცხადოს და მეთვალყურე გამოასწორებს ხარვეზს. აბსოლუტურად ერთნაირი ჩანაწერი და ერთნაირი ტექსტები იყო და მეთყვალყურისგან ჩვენთან ტექნიკური პრობლების შესახებ ინფორმაცია არ მოსულა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც არის შესავალი ტექსტი ქართულად, ამ დროს უნდა მოხდეს მორგება ხმის, ანუ თუ ვინმეს არ ესმის ხმა უნდა დარეგულირდეს ისე, რომ ყველა აბიტურიენტს გარკვევით ესმოდეს. მიკვირს, რომ აბიტურიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თუ არსებობდა ტექნიკური ხარვეზი, ამის შესახებ დამკვირვებლისთვის უნდა განეცხადებინათ. დამკვირვებელი მათ ამ პრობლემას მოუგვარებდა.’’ - აღნიშნა ივა მინდაძემ.

შეგახსენებთ, რომ უცხოური ენის გამოცდა აბიტურიენტებმა უკვე ჩააბარეს. როგორც შესაფებისა და გამოცდებს ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, გამოცდაზე გამოყენებული ტესტები სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება. 

''ძალიან დიდ უნამუსობას აკეთებთ, ასეთ მნიშვნელოვან გამოცდაზე ასეთი რამ არ შეიძლება!'' - უკმაყოფილო აბიტურიენტთა გამოხმაურებები სოციალური ქსელით

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კალმებთან დაკავშირებულ პრობლემას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება