სიახლეები
სიახლეები

კორონავირუსის გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა
12-03-2020
-
+


ახალი კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების გამო, რომელიც გუშინ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული ღონისძიების ჩატარდება გადაიდო და გაუქმდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით და კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით, სპორტული ღონისძიებები დროებით შეწყდა საქართველოშიც. სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ - სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს.

"ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის  უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.

საქართველოს მთავრობის და რაგბის კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაუქმდა.

ამასთან, მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი გახლდათ არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც, თუმცა შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ეს ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. შესაბამისად, ჩვენმა სპორტსმენებმა საწვრთნელი შეკრებები შეწყვიტეს და სახლებს დაუბრუნდნენ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

როდის აღდგება სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი სკოლებისა და ბაღებისთვის

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება