სიახლეები
სიახლეები

გადაიწევს თუ არა სასწავლო წლის დასრულების თარიღი - ეკა დგებუაძის კომენტარი
13-03-2020
-
+


სასწავლო წლის დასრულების თარიღი არ გადაიწევს - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა. 

„რეკომენდაცია არის სკოლებისთვის და გეგმა არის ასეთი რომ სასწავლო წელი არ გადაიწევს. ის მინისტრის დადგენილ ვადებში დასრულდება. ვმუშაობთ საგნობრივ ექსპერტებთან ერთად თუ როგორ მოვახდინოთ მოდიფიცირება ეროვნული სასწავლო გეგმის და შესაბამისად ეს არის გეგმა, რომელსაც სამინისტრო ამ წუთას მიჰყვება“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ არადადეგების გახანგრძლივებაზეც გააკეთა განმარტება: 

„არდადეგების გახანგრძლივებაზე ამ წუთას არ არის საუბარი. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ კომუნიკაციაშია და მათგან მიღებულ რეკომენდაციებს მივყევბით. შესაბამისად, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში და რა რეკომენდაციებს მივიღებთ“.


კორონავირუსის გამო სასწავლი პროცესის პირველ აპრილამდე გადაწევამ არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, თუ როგორ მოხდება გაცდენილი დღეების ანაზღაურება და შეძლებენ თუ არა სკოლები სრულად აღადგინონ გაცდენილი საგაკვეთილო საათები. 

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებს ამ მხრივ თავისუფლება აქვთ, ანუ მათ შეუძლიათ სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ ჩაატარონ დამატებითი გაკვეთილები ან შაბათი დღე გამოიყენონ სასწავლებლად. 

იხილეთ ასევე: 

განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, როგორ ანაზღაურდება გაცდენილი გაკვეთილები

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება