ორდღიან სემინარზე ''ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის'' რეგისტრაცია გამოცხადდა
12-07-2017
დაკოპირებულია
-
+
სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.
სემინარი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივლისს, თბილისში.
სემინარს დაესწრება პირველი 15 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას. 20 ივლისს სემინარი გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 21 ივლისს კი 10:00 - 15:00 საათებში.
მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას.