მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს მოხდა და არა დეკემბერში, როგორც ადრე ითვლებოდა. ამის შესახებ გაზეთი South China Morning Post წერს.
სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ჟურნალისტების ხელთ აღმოჩნდა, გამოცემა ვარაუდობს, რომ პირველი ადამიანი, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა, შესაძლოა, 55 წლის ხუბეის პროვინციის მკვიდრი იყოს, მაგრამ მისი სტატუსი როგორც ნულოვანი პაციენტის, ანუ პირველი ინფიცირებულის, ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.
ახალი ინფორმაცია მეცნიერებს დაეხმარება დაავადების გადაცემის გზას და გავრცელების სიჩქარის კვალს გაჰყვნენ.
დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და უკვე 131 621 ადამიანს მიაღწია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება