უფასო ფაკულტეტების სია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, უფასო ფაკულტეტების სია პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების დამთავრებამდე აუცილებლად გამოქვეყნდება.
პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს როდემდე ექნებათ?
''პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს დაახლოებით აგვისტოს დასაწყისამდე ექნებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.'' - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.