სიახლეები
საინტერესო , რჩევები

თვითიზოლაციის დროს საჭირო ნივთები და პირობები - რა პროდუქტები უნდა იყოს თქვენს მაცივარში?
15-03-2020
-
+


ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში იმყოფება. ის საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს. 

მისი რჩევით, როდესაც ადამიანი მოგზაურობიდან ჩამოვა და თვითიზოლაციაში ყოფნა უწევს, სახლში მისვლისას, პირველ რიგში უნდა გამოიცვალოს ტანსაცმელი, გაანიაოს და შემდეგ გარეცხოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხელების ხშირად დაბანა და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. რადგან ეს არის მთავარი გზა ამ ინფექციის გავრცელების შესაკავებლად. 

ასევე, საყურადღებოა ოთხის სწორად შერჩევა. თუ თვითიზოლირებული პირი სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობს, ერთ ოთახში უნდა იზოლირდეს. არჩეული ოთხი უნდა ნიავდებოდეს, ჰქონდეს ფანჯარა. იდეალური იქნება, თუ ოთახს საკუთარი სველი წერტილებიც ექნება. 

თუ სახლში მხოლოდ ერთ სველი წერტილია, გეგმა უნდა შედგეს ვინ როდის გამოიყენებს. იზოლირებული პირი უნდა იყოს ბოლო, ვინც ისარგებლებს. ამის შემდეგ უნდა მოხდეს სველი წერტილის დასუფთავება. 

შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესი რჩევაა, მაქსიმალურად შეამციროს კონტაქტი სხვა ადამიანებთან. მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ოჯახის წევრებთან კონტაქტი - კარს მიღმა ან ტელეფონის დონეზე. იზოლირებული ადმიანის ოთახიდან გასვლა ძალიან იშვიათად და ისიც, პირბადით უნდა მოხდეს.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია კვების საკითხიც. როგორც მარშანია ურჩევს მოსახლეობას, საჭმლისა და ნივთების მიწოდება უნდა მოხდეს დისტანციურად. 

თვითიზოლაციაში ყოფნისას პირმა თავიდანვე უნდა მოიმარაგოს პროდუქტი, რადგან რაც შეიძლება იშვიათად ან სულაც არ დასჭირდეს მიწოდება. 

პროდუქტები უნდა იყოს ჯანსაღი, ძირითად რაციონს ხილი და ბოსტნეული შეადგენდეს. აუცილებელია სითხეების მიღება, თუმცა ნაკლებად შაქრის შემცველი. ძალიან კარგია თუ თბილ კომპოტებსაც მიიღებს ასეთ დროს.  

გარდა საკვებისა, აუცილებელია ტემპერატურა იკონტროლოს დღეში ორჯერ მაინც. ასევე, სასურველია მედიკამენტების მომარაგება, გამწვავების შემთხვევაში გამოსაყენებლად. თუმცა მათი მიღებით არ უნდა გადაფაროს სიმპტომები. თუ სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ზე. 

წყარო: ფორმულა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება