მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''სამგორის ეტალონი მოსწავლე'' თბილისის N83 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნათია ფანცულაია ‘’ეტალონის’’ გრანდიოზულ ფინალზე მე-8 ადგილზე 85 ქულით გავიდა.
მე-8 ადგილისთვის პრიზი თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა დააწესა.
აღსანიშნავია, რომ მე-6, მე-7 და მე-8 ადგილზე გასულ მოსწავლეებს თანაბარი 85-85 ქულა ჰქონდათ. ნათია ფანცულაიას მერვე ადგილზე გასვლა კი მხოლოდ რამდენიმე წამმა გადაწყვიტა.
როგორც თავად ნათია აღნიშნავს, ‘’ეტალონმა’’ მას თავდაჯერებულობა შემატა:
“არ ველოდი ნამდვილად. საუკეთესო 9 მოსწავლეს შორის რომ მოვხვდი, ძალიან გამიკვირდა. ძალიან მომწონს ‘’ეტალონი’’. იმ მომენტში როცა გამომაცხადეს, გაოგნებული ვიყავი და მხოლოდ ფინალის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე, რაც მოხდა. ინტელექტ-შეჯიბრი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს აერთიანებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ‘’ეტალონმა’’ პირველ რიგში თავდაჯერებულობა შემმატა.”
ნათია ფანცულაიას დედა ნანა კვარაცხელია შვილს ახასიათებს, როგორც კეთილ, მეგობრების მოყვარულ და შრომისმოყვარე გოგონას:
„გარდა იმისა, რომ სკოლაში კარგად სწავლობს, ნათიას უნდა რეჟისორი გამოვიდეს და თეატრალურ წრეზე დადის. ნათია ძალიან უბოროტო, მეგობრების მოყვარული, შრომისმოყვარე გოგოა. ჩემი აზრით, ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ინტელექტ-შეჯიბრმა დიდი სტიმული მისცა ჩემს შვილს. გახდა უფრო თავდაჯერებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული. “
‘’ეტალონის’’ ტრენერის და ნათიას ფიზიკის მასწავლებლის მარიამ ბერიძის თქმით, განათლებისთვის და წარმატებისთვის ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:
„მე ნათიას ფიზიკას ვასწავლი და იგი ერთ-ერთი უძლიერესი მოსწავლეა. საატესტატო გამოცდებზეც ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. აქტიური, ნაკითხი, განათლებული და მეგობრების მიმართ კარგად განწყობილი გოგოა ნათია. ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იგი მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ინტელექტ-შეჯიბრში. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს. განათლებისთვის და წარმატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.“
თბილისის N83 სკოლის დირექტორი ნინელი ადამაშვილი ნათიას კეთილშობილ, სამართლის მოყვარულ და ინტერესიან მოსწავლედ ახასიათებს:
„ნათია ძალიან კეთილშობილი ბაშვია, სამართლის მაძიებელი. ყველა საგანს ძალიან კარგად სწავლობს. მოსწავლეა, რომელიც იბრძვის შედეგისთვის. ნათია ძალიან ინტერესიანია. ‘’ეტალონი’’ ბავშვებს საკუთარ ძალებში არწმუნებს. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის შემდეგ, მოსწავლე უფრო თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და რეალიზებული ხდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“
შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი ბათუმში, 24 ივნისს, საზაფხულო თეატრში ჩატარდა. 83 ''ეტალონი მოსწავლე'' ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.