სიახლეები
სიახლეები

საქართველოში ეპიდემია მარტის ბოლოს გადაივლის, კორონავირუსის წამალი კი აპრილში იქნება მზად?!
17-03-2020
-
+


ახალი კორონავირუსის 35 დადასტურებული შემთხვევა, სტაციონარებში განაწილებული 64 პაციენტი და კარანტინში მყოფი 1008 პირი - დღეის მდგომარეობით საქართველოში ეს მოცემულობა გვაქვს... აღარაფერს ვამბობთ მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადასულ სამსახურებზე, დახურულ სკოლებსა თუ სააღმზრდელო დაწესებულებებზე, მაღაზიებში დაცარიელებულ დახლებსა და სალაროებთან უზარმაზარ რიგებზე. მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, სამედიცინო პერსონალი მობილიზებულია და თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლები სიმშვიდით ელის, როდის გადაივლის ეს ვითარება ქვეყანაში.   

Etaloni.ge-ს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, გაუმხილა, რომ საქართველოში ეპიდემიური მდგომარეობა მარტის ბოლოსთვის გადაივლის:

„სიმართლე გითხრათ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ნაკლებად გვჯეროდა, რომ ქვეყანა და შესაბამისი ორგანოები სიტუაციის ამ დონეზე გაკონტროლებას შეძლებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიო პანდემიას, ზოგ, ბევრად განვითარებულ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სიტუაცია ისე უჭირავთ, რისკები მინიმალურადაა შემცირებული. ეს ყველაფერი კი ექიმებს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ მარტის ბოლოს ვითარება დასტაბილურდება“.

რაც შეეხება პრეპარატს, „ეტალონს“ მკითხველისთვის ინკოგნიტოდ დარჩენილმა ექიმმა სიც გაუმხილა, რომ აპრილში ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე მზად იქნება,  - „პრეპარატზე რომ მუშაობენ, ეს სიახლე არავისთვისაა და ისიც ცნობილია, რომ საკითხს რამდენიმე ქვეყანა შეისწავლის, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველაზე მეტი შანსი ფრანგულ კომპანია „გილეადს“ აქვს და მიუხედავად იმისა, ვადები არ ხმაურდება, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება აპრილში უკვე ჩაეშვება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება