სიახლეები
საინტერესო

დღეს ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა
14-07-2017
-
+


14 ივლისი ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. 

ვაჟა-ფშაველა - ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი. ვაჟა-ფშაველას ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილია;  

ვაჟა-ფშაველა 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ჩარგალში(ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი). 

8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა.  

1925-56 ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე.  

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი. 

ნოდარ დუმბაძე — მე-20 საუკუნის ქართველი მწერალი დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში.

ნოდარ დუმბაძე თავდაპირველად სწავლობდა თბილისის N15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.  

1945 წელს ნოდარ დუმბაძემ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა დაამთავრა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას.  

1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 

სწორედ მას ეკუთვნის რომანები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ — 1960 წ. „მე ვხედავ მზეს“ — 1962 წ. „მზიანი ღამე“ — 1967 წ. „ნუ გეშინია, დედა!“ — 1971 წ. „თეთრი ბაირაღები“ — 1973 წ. „მარადისობის კანონი“ — 1978 წ.

ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის — ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო, რომლის მატარებლებიც თავადები იყვნენ და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნებოდნენ. 

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 

1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, იყო ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ადიუტანტი.

1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.

თბილისში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად არსებობს ორი ქუჩა: ერთი ვაკეში, ვაკის პარკსა და ბაგებს შორის და მეორე - ისნის რაიონში, 2014 წელს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და ეწოდა ბერი გაბრიელის ქუჩა. იმავე გადაწყვეტილებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი საბურთალოზე იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ეწოდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება