სიახლეები
სიახლეები

''ჩვენი კვალიფიკაცია უნდა განისაზღროს იმით, თუ როგორ აბარებენ ჩვენი ბავშვები და არა ჩვენი გამოცდით'' - კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება
14-07-2017
-
+


დღეს პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველი კანდიდატები კომპეტენციის დადასტურების გამოცდას შემდეგ საგნებში აბარებდნენ:

მათემატიკა (I-VI); 
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); 
სამოქალაქო განათლება; 
ფიზიკა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 72%-ზე მეტი.   

როგორ აფასებენ აპლიკანტები კომპეტენციის დადასტურების გამოცდას:

''თუ იცი მარტივია ყველაფერი. სრული კომფორტი იყო შექმნილი საგამოცდო ცენტრში. საერთო ჯამში მარტივი საკითხები იყო.’’  

''მე უკვე სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ მე-7 - მე-12 კლასებისთვის. ჩემთვის ეს გამოცდა პირველი არ იყო. მე ახლა ვცდილობ პირველი მეექვსე კლასებისთვისაც გავხდე სერტიფიცირებული მასწავლებელი. არ გამჭირვებია გამოცდის ჩაბარება. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს მუშაობის და ეს გამოცდა, ალბათ, საჭირო არ იყო. გამოცდები სიახლეა, მაგრამ ცოდნის ამაღლების მხრივ არაფერს არ გვაძლევს. “ 

„ძალიან ბევრი სამუშაოა გამოცდაზე და ეს ძალიან დამღლელია.  ამოცანები კარგად იყო შედგენილი და დაწერა არ გამჭირვებია, მაგრამ  გამოცდების ამ ფორმით ჩატარება არ არის სწორი. ჩვენი კვალიფიკაცია უნდა განისაზღროს იმით, თუ როგორ აბარებენ ჩვენი ბავშვები და არა ჩვენი გამოცდით. ეს გამოცდები მე, როგორც პედაგოგს, არაფერს არ მაძლევს.“ 

„მე მასწავლებლობის მსურველი ვარ და არ გამჭირვებია გამოცდის ჩაბარება, ძალიან საინტერესო იყო ბავშვის ფსიქოლოგიაზე დავალებები. გამოცდაზე ისეთი გარემო იყი, ხელი არაფერს არ შეუშლია.“ 

''არ იყო რთული გამოცდა. საშუალო სირთულის გამოცდად შევაფასებდი. რაც შეეხება ნახევრად ელექტრონულ ფორმატს, ძალიან მომეწონა. საგამოცდო ცენტრში ყველანაირი პირობა იყო შექმნილი, რომ მასწავლებელს ხელი არაფერში შეშლოდა.''   

''მე მათემატიკის გამოცდას ვაბარებდი(დაწყებითები). არ გამჭირვებია გამოცდის დაწერა. ამოცანები, ზოგადი უნარების კითხვები და ტექსტის გაანალიზება იყო. გამოცდის ჩაბარება არ არის იმდენად რთული, რამდენადაც დასაქმება. გამოცდას რომ მაბარებინებენ, უნდა დამასაქმონ კიდეც.''

''დამწყები მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ, რომ კომპეტენციის დადასტურებისთვის ამ გამოცდის ჩაბარება აუცილებელია .''

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება