მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს აღრიცხავენ და იმ რეისებზე გადაანაწილებელენ, რომლებიც საქართველოში მოფრინავს. ეს გადაწყვეტილება უცხოეთში მყოფ საქართველოს სხვა მოქალქეებსაც ეხება. 17 მარტს პოლონეთის ავიაკომპანია კიდევ ერთ რეისს განახორციელებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გამოყვებიან:
„ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მთლიანად გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ყველა ელჩსა და საკონსულოს დავალებული აქვს, რომ აქტიურ კომუნიკაციაში იყოს ჩვენს მოქალაქეებთან, ხდება ყველას აღრიცხვა, ვინ სად იმყოფება. განსაკუთრებთ ეს ეხება სტუდენტებს. ჩვენი რეკომენდაციაა, აქტიურად გამოიყენენონ ქართული ავიაკომპანიების მომსახურება.
სიტუაცია მძიმეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყოველ წუთს ახალ-ახალი ინფორმაცია მოდის ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვეხმარებით, რომ თუნდაც გაჩნდეს ახალი შესაძლებლობა, რომელიმე ახალი მიმართულების. ჩვენი საკონსულოებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ვახდენთ იმ ადგილების იდენტიფიცირებას, სადაც ჩვენი მოქალქეების კონცენტრაცია არის დიდი“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა