მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''მიხარია, რომ 9 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი. მინდა მადლობა გადავუხადო ''ეტალონს'', რომ ამის შესაძლებლობა მომცა. ამ წარმატებას არ ველოდი, ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ''ეტალონში'' მე-8 კლასიდან ვმონაწილეობ და ამ წლების მანძილზე დიდი გამოცდილება მივიღე.''
''მარიამს წარმატების მიღწევაში თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფულობა დაეხმარა,'' - აღნიშნავს კირცხის N2 სკოლის დირექტორი მაცი ჯალაღონია:
''მარიამ სოსელია უაღრესად ნიჭიერი, თავდაჯერებული და მიზანსწრაფული გოგონაა. ეს თვისებები ეხმარება მას წარმატების მიღწევაში. არ არებობს საკითხი, სფერო, რომელიც ამ ბავშვს არ აინტერესებდეს. ამ მხრივ მარიამი ჩვენს სკოლაში სხვა ბავშვებისგან გამოირჩევა და უნიკალურია. აქედან გამომდინარე მისგან ამ წარმატებას ველოდით, მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველით სხვადადასხვა პროექტსა და აქტივობაში. რაც შეეხება, ''ეტალონის'' ფინალურ ეტაპს, რომელიც ბათუმში გაიმართა, მე თავადაც ვესწრებოდი და ვგულშემატკივრობდი მარიამს.''
''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' დამრიგებლის აზა აბაკელიას თქმით, მარიამისგან ეს წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა:
''მარიამი მოწესრიგებული და მოტივირებული მოსწავლეა, ძალიან უყვარს კითხვა, შრომისმოყვარეა და შედეგიც აქვს. ინტერესიანი გოგოა, სიღრმისეულად სწავლობს ყველაფერს, არც ერთი საკითხი არ რჩება გაურკვეველი. კომუნიკაბელურია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა. მისგან პირველ ადგილს ველოდი. მარიამი მე-8 კლასიდან მონაწილეობს ''ეტალონში'', მაშინ ტელევიზიით გადიოდა მედიაპროექტი. ამ გადაცემის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, რომ ტელევიზიით უნდა გადიოდეს. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ.''
როგორც კირცხის N2 სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი და ''ეტალონის'' ტრენერი ციცინო პაპავა აღნიშნავს, მარიამის ამ წარმატებით დამტკიცდა, რომ სოფლის სკოლებში სწავლის დონე მაღალია:
''მარიამი არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონია. ზრდილობიანი, კომუნილაბელური, გამბედავი გოგოა. მას არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს, ნიჭიერები. ეს ბავშვი ყველანაირი უნარითაა შემკობილი. ''ეტალონში'' მოხვედრა საკმაოდ რთულია, თან ასეთი შედეგის მიღწევა. ჩვენ სოფლის სკოლა ვართ და დავამტკიცეთ, რომ სოფლის სკოლაში, ქალაქის სკოლებთან შედარებით, სწავლა არანაკლებად მიმდინარეობს. ''ეტალონის'' წამყვასა და ავტორს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი საოცარი პროექტი შექმნა. ინტელეტქ-შეჯიბრი მომავალ თაობაზე ზრუნავს. ძალიან კმაყოფილი წამოვედით ბათუმიდან, ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება იყო. მართალია, ზოგი იმარჯვებს, ზოგი ვერა, მაგრამ ვინც ამ პროექტში მოხვდა, ყველა გამარჯვებულია.''
''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' დედის ლალი ჩარგაზიას თქმით, ინტელექტ-შეჯიბრით გამოვლინდა და დაფასდა მარიამის შრომა:
''პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ჩემი შვილის შრომა დაფასდა და ძალიან ბედნიერები ვართ ამით. მარიამი ყველა სფეროში ძალიან აქტიურია. ეხერხება ხელსაქმე, სხვადასხვა წრეში აქტიურად არის ჩართული, ასევე ახალგაზრდულ საკრებულოშია. ხანდახან მეც მიკვირს, ამდენს როგორ ახერხებს და ასწრებს. ''ეტალონის'' შემდეგ უფრო თვითდაჯებული გახდა. ინტელექტ-შეჯიბრით გამოვლინდა და დაფასდა მარიამის შრომა. ეს ნებისმიერ ბავშვზე დადებითად მოქმედებს და რა თქმა უნდა, მარიამზეც. მარიამი მე-8 კლასში იყო, როცა პირველად მიიღო ''ეტალონში'' მონაწილეობა. ის იყო ერთადერთი მერვეკლასელი, რომელიც მაშინ 11 მოსწავლეს შორის მოხდა. გულით გიხდით დიდი მადლობას, რომ მარიამი წარმოაჩინეთ.''
შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი 24 ივნისს ბათუმში გაიმართა. მასში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში