სოციალური ქსელის მეშვობით ვრცელდება აბიტურიენტის საგამოცდო ბარათი, რომელიც მან გუშინ დაკარგა. პოსტის ავტორი წერს: ''თუ ვინმე იცნობთ, მომწერეთ ან გაავრცელეთ, გამოცდა აქვს ორ დღეში, ამის გარეშე არ შეუშვებენ.'' შეგახსენებთ, რომ უკვე მე-2 წელია, რაც საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა პირადი გვერდიდანაა შესაძლებელი - online.naec.ge. ამასთან, ამობეჭდვა იმდენჯერაა შესაძლებელი, რამდენჯერაც აპლიკანტს დასჭირდება. წინა წლებში საგამოცდო ბარათებს სკოლებში არიგებდნენ, დაკარგვის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის უნდა მიემართა. მას შემდეგ, რაც საგამოცდო ბარათი A4 ფორმატისაა და მისი ამობეჭდვა პირადი გვერდიდან ხდება, მისი დაკარგვა ''პრობლემას'' არ წარამოდგენს. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის პროცედურა - აბიტურიენტი უნდა შევიდეს თავის პირად გვერდზე, რომელიც მას გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა. აღნიშნულ გვერდზე მას უჩნდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის ნიშანი/ფუნქცია და მასზე დაწკაპუნებით ბეჭდავს ბარათს. ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ინფორმაცია უნდა ჩანდეს გარკვევით და იკითხებოდეს უპრობლემოდ.