მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ონლაინ რეჟიმში გრძელდება.
„ამჟამად, ინსტიტუციური შეფასება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელდება. ექსპერტთა ჯგუფი შედგება საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან.
ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი, მილან პოლი, რომელიც ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორია და სხვადასხვა ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. მილან პოლს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ENQA-ს მიერ კოორდინირებულ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასებებში.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასება ონ-ლაინ ფორმატით 17-19 მარტის განმავლობაში განხორციელდება. შეფასების შედეგები კი 2020 წლის 19 მაისამდე იქნება ცნობილი", - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი