სიახლეები
სიახლეები

მშობლებს და მასწავლებლებს მოსწავლის ცოდნის დონის შემოწმება 30 წუთში შეუძლიათ - რატომ უნდა ჩაერთონ izrune.ge-ში მოსწავლეები?
23-03-2020
-
+


„როგორ სწავლობს ჩემი შვილი?“ „რას ვერ ითვისებს?“ „რომელ საგანშია ძლიერი?“ - ეს ის კითხვებია, რომლებითაც მასწავლებლებს ხშირად მიმართავენ მშობლები. ამ სტატიით შეიტყობთ, რომ მოსწავლის ცოდნის დონის შემოწმება ელექტრონულადაც არის შესაძლებელი.

დისტანციური სწავლება საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. მოსწავლეებისთვის გაცილებით კომფორტულია კომპიუტერთან მუშაობა, ვიდრე საკლასო ოთახში ჯდომა. მოზარდების მხრიდან ციფრული სამყაროსადმი სიყვარულს შეგვიძლია სწორი მიმართულება მივცეთ.

თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ ამ ინოვაციურ პროექტზე, დაწვრილებით აგიხსნით. საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge უკვე მეოთხე წელია აქტიურად ფუნქციონირებს და მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს. სწორედ ამ პროექტის საშუალებით, მშობლებს შეუძლიათ, მუდმივად იზრუნონ შვილის განვითარების დონეზე, მის ცოდნასა და შესაძლებლობებზე.

ეს ინოვაციური პროექტი არანაკლებ საინტერესოა მასწავლებლებისთვისაც, რადგან მათ შეუძლიათ შეამოწმონ, როგორ აითვისეს ბავშვებმა ახსნილი მასალა.


საგანმანათლებლო პორტალი განსაკუთრებული იმით არის, რომ პასუხობს გამოწვევას - მოსწავლის ცოდნის მიღებაში აუცილებლად იყოს ჩართული მშობელი და სკოლა. ასეთი ერთობით, ბავშვი გაცილებით მარტივად ითვისებს მასალას. 

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. აქ მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი კლასის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი უნიკალური ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე პორტალზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“, ამ დღეს მოსწავლე ოჯახთან ერთად გადის თვის შემაჯამებელ ტესტს. მოსწავლეები აგროვებენ დიპლომებს და სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს.

„განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მთელი მისი ოჯახი. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს - მთელი ოჯახის ორიენტირი და სურვილი ხომ სწორედ მომავალ თაობაზე ზრუნვაა?! Izrune.ge კი ამისთვისაა შექმნილი. ყველას სურს, იამაყოს შვილის, შვილიშვილის თუ ახლობლის წარმატებით. Izrune.ge-ს საშუალებით კი მოსწავლე და მისი ოჯახიც ხედავს ბავშვის ცოდნის დონეს და რაც მთავარია, მის განვითარებას“, - ამბობს Izrune.ge-ს მთავარი მენეჯერი თიკი ტყეშელაშვილი.

„შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მშობელს შეუძლია ტესტის საშუალებით 30 წუთში შეიტყოს საკუთარი შვილის აზროვნების და განათლების დონის შესახებ.

რაც შეეხება ტესტებს, კითხვები არის იმ კლასის შესაბამისი, რომელ კლასშიც არის მოსწავლე. შედეგს მოსწავლე მაშინვე ხედავს. ტესტის დასრულების ბოლოს, შესაძლებელია შესრულებული ტესტის ნახვა, შეცდომების აღმოჩენა და განხილვა. ეს ყველაფერი კი ცოდნის განმტკიცების საშუალებას იძლევა. 

ონლაინ ტესტები არის ინდივიდუალური, შეიცავს 20 კითხვას. ყველა კითხვას მითითებული აქვს 4 სავარაუდო პასუხი, საიდანაც ერთია სწორი. კითხვები შედგენილია პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ტესტების შეფასება ხდება ყოველი კითხვის შემდეგ. სწორი პასუხი ფასდება 5 ქულით, არასწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე 0 ქულას იღებს, ხოლო თავის შეკავების, ანუ კითხვის გამოტოვების შემთხვევაში მას 2 ქულა ემატება.

ალბათ გაინტერესებთ, ვინ ამზადებს კითხვებს, რომლებიც ბავშვის ცოდნის დონეს ამოწმებენ - ტესტებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის. საიტზე გამოქვეყნებამდე, ტესტის კითხვები შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ხელმისაწვდომი.




Izrune.ge-ში ჩართვა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ვებ-პორტალზე რეგისტრირდება მოსწავლის მშობელი (მეურვე) და თავად არეგისტრირებს შვილ(ებ)ს / (მოსწავლე(ებ)ს). რეგისტრაციის პროცესის ხელშესაწყობად, ფუნქციონირებს ქოლ-ცენტრი (ცხელი ხაზის სპეციალური სატელეფონო ცენტრი ოპერატორებით: 0322 110 122). ვებ-პორტალზე ყველა მოქმედება ონლაინ რეჟიმშია: დარეგისტრირება, ტესტის გავლა, შედეგების ნახვა, დიპლომის მიღება, რაც ძალიან კომფორტულია მასში ჩართული პირებისთვის.

Izrune.ge საშუალებას იძლევა, აღზრდა-განათლების თანამედროვე მექანიზმებით ერთმანეთს მჭიდროდ დაუკავშიროს ოჯახი, ბავშვი და სკოლა. ეს კი მომავალში განათლებულ თაობას, გახარებულ მშობლებსა და კმაყოფილ პედაგოგებს ნიშნავს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება