სიახლეები
ინტერვიუ

„სწავლა-აღზრდის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მშობელი, გნებავთ ოჯახი“
25-03-2020
-
+



შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე საქართველოში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. იმისათვის, რომ ბავშვი სწავლას არ ჩამორჩეს, მშობელმა დროულად იზრუნოს მის აღზრდა-განათლებაზე, მოსწავლემ სახალისო ფორმით გადაამოწმოს საკუთარი ცოდნა და სწავლისადმი მოტივაციაც შეინარჩუნოს, იდეალური საშუალება ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა.

Izrune.ge სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რაც მთავარია, ბავშვის აღზრდა-განათლების პროცესში მშობლის აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. პროექტის შესახებ, ასევე სხვა აქტუალურ საკითხებზე Etaloni.ge პროექტ „ეტალონის“ და Izrune.ge-ს ავტორს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს გოჩა ტყეშელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გოჩა, მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული, სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობას მოედო COVID-19-ის ეპიდემია. ბევრგან კორონავირუსს თავისი გავრცელების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. ფაქტია, რომ კორონავირუსი ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. შეცვლის ადამიანის აზროვნებას და განათლებისადმი მიდგომებსაც. თქვენი აზრით, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ახლავე? 

- მინდა უპირობოდ დაგეთანხმოთ და დავადასტურო, რომ კორონავირუსი ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს. შეიცვლება მიდგომები და ხედვები, ბევრი რამ ადამიანებმა უფრო გააზრებულად უნდა ვაკეთოთ. ავიღოთ, თუნდაც ტურიზმი, ბოლო წლების განმავლობაში, მთელი რიგი სახელმწიფოებისა და მათ შორის საქართველო, ტურიზმის მხოლოდ სტატიკური მაჩვენებლების ზრდით იყვნენ დაკავებულნი და ამაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ იმ ტურიზმის მთავარი არსი, რომელიც მასობრივად ვითარდებოდა, სიამოვნების მიღებაა და არა მგონია ადამიანები მხოლოდ, სიამოვნებისთვის იყვნენ გაჩენილები... ყოველთვის მოკლედ ვამბობდი, მსოფლიო სიამოვნებისთვის აცუნდრუკებულია და ეს სახალხო ცუნდრუკი კარგად არ დამთავრდება-მეთქი... აქ ბევრი შემომედავება, მაშ რა აკეთონ ადამიანებმა? - ამაზე პასუხი მაქვს, თუმცა, ეს დიდი სასაუბრო თემაა და ახლა ნუ ჩავუღრმავდებით... მხოლოდ ერთ ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო: ყოველდღიურად ათი ათასობით თვითმფრინავი ლამის უთვალავ საწვავს მოიხმარდა ტურისტების გადასაყვანად, ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი საწვავი იხარჯებოდა ყოველდღიურად. ამ საწვავს ადამიანები დედამიწის წიაღიდან იღებენ...

ბუნებრივად ისმის კითხვა: დაუნდობლად რომ ვხვრეტთ და ამდენ მარაგს ვაცლით, რა დაემართება დედამიწას? პასუხი მარტივია, უბრალოდ ბურთივით „ჩაიფუშება“ და ეს საკმაოდ მალეც შეიძლება მოხდეს. ცალკე სასაუბრო თემაა ეკოლოგია და სხვა დასაფიქრებელი საკითხები...

ამჯერად, ძალიან მოკლედ, ჩემს ხედვებს მოგახსენებთ, რაზეც მრავალი წლის განმავლობაში ვფიქრობდი და ვმოქმედებდი კიდეც.

სამი ძირითადი რამ, რაც კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახა:

I. ადამიანი რეალურად ძალიან ადვილად დაზიანებადი და სუსტი არსებაა;

II. ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტე უგუნურობა და სისულელემდე მიყვანილი დაუდევრობა გახლავთ და ამის თავი და თავი - მოქალაქეობრივი აზროვნების სიმცირეა! 

ჩემი ამ სიტყვების დასტურად იტალიელების დაუდევრობასა და საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის უგუნურობას მოვიყვან, როცა პოლიციის ძალით გადაჰყავთ, თვითიზოლაციის დამრღვევი მოქალაქეები კარანტინში.

III. ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების მთავარი არსი, მომავალი თაობაა, რომელიც არამარტო ფიზიოლოგიურად უნდა შვას, არამედ აღზარდოს კიდეც. 

არანაირი ქონების დაგროვება და ამით, ან სხვა ქმედებებითა მიღებული ცრუ სიამოვნება არ შეედრება მომავალი თაობის სწორად მსახურებას, საკუთარი და სხვისი შვილებისა და შვილიშვილების სწორად აღზრდა-განათლებას. სხვათა შორის, სიტყვა ქონება ქონიდან მოდის და როგორც ზედმეტი ქონია ადამიანისთვის შემაწუხებელი ასევეა, ქონებაც.

აქედან გამომდინარე, თვალნათლივ დადასტურდა, რომ იმას, რასაც მრავალი წელია ვქმნით Izrune.ge როგორც დისტანციური, თანამედროვეობის მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტი, სულ უფრო მეტად საჭირო გახდება, რადგან ამ ინსტრუმენტის მთავარი არსი გახლავთ:

ოჯახი-ბავშვი-სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!
რაც საბოლოო ჯამში, ნიშნავს, ბავშვობიდანვე პატარა ადამიანში, არა მარტო უფლებების, არამედ მოვალეობების დელეგირებას და გათვითცნობიერებასაც.

გაცილებით გონიერი მომავალი თაობის აღზრდა, ეს არის დედამიწაზე ადამიანთა თანაცხოვრების და ამავე დროს სხვა სივრცეში, გნებავთ კოსმოსში სხვა ცივილიზაციებთან კავშირზე გასვლის ერთადერთი სწორი გზა. სხვა გზა ნამდვილად არ არსებობს, რადგან ის თითქოსდა განვითარებისა და კეთილდღეობის გზა, რომლითაც კაცობრიობა მიდიოდა თვითგანადგურების გზაა.

- ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, რომ მისი შვილი სწავლას არ ჩამორჩეს?


- თქვენ კითხვაში, სწორი აქცენტებია დასმული... თუმცა, სანამ პასუხს გაგცემდეთ, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ზოგადი განათლების მთავარი ამოცანა კარგად გასააზრებელია, - უმაღლესში ჩაბარება არ უნდა იყოს, მოსწავლის, მისი მშობლების, ოჯახების და პედაგოგების იდეა ფიქსი და მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მიზანი უნდა იყოს მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება, როცა მოზარდი კარგად გაიგებს, რომ მას უფლებებთან ერთად აქვს მოვალეობებიც, მას აქცევენ ყურადღებას, და მანაც უნდა მიაქციოს ყურადღება, ყველა ადამიანი თანაბარია და ა. შ.

ამისათვის კი სწავლა-აღზრდის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მშობელი, გნებავთ ოჯახი. ამას მოითხოვს თანამედროვე ცივილიზაცია და ამის გარეშე შეუძლებელი წარმატებული სახელმწიფოებს ჩამოყალიბება.

ახლა დავუბრუნდეთ მშობელს, რა უნდა აკეთოს მშობელმა, პანდემიის ამ სახლში გამოკეტილობის პერიოდში? მარტივად ვიტყვი, უპირველესად საერთო ენა გამონახოს საკუთარ შვილებთან და ყოველდღიურად ემზადოს ხუთშაბათებისთვის და ყოველი თვის ბოლო კვირა დღისთვის და ამ დღეს გაიაროს Izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტები.

უკვე მესამე წელია დასტურდება, რომ Izrune.ge-ს ტესტები ბავშვებს მოტივაციას უჩენს, რომ ყოველი მომდევნო ტესტებისთვის უკეთ მოემზადონ.

Izrune.ge-ს ძალიან დიდი მომავალი აქვს, რადგან აგებულია ინდივიდუალიზმზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაზეც... რა თქმა უნდა გვაქვს სიძნეელეები, მაგრამ ჩვენი საქმე იდეურად გამართული და სწორია, ამიტომაც მივიწევთ მტკიცე ნაბიჯებით წინ...

რაც შეეხება, წიგნების წაკითხვის დაძალებას, ვითომ ონლაინ მეთოდით სწავლებას და ა. შ. მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე ფუჭი და ხშირად თვალთმაქცურია, რადგან, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა, ძალით სწავლება კი უკუშედეგს იძლევა და ახალგაზრდები არაგულწრფელობის მიმართ ძალიან სენსიტიურები არიან.

- განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა ონლაინ დისტანციური საგანმანათლებლო პლატფორმები. რას ეტყოდით მშობლებს და მოსწავლეებს ამის შესახებ?
 
- ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგეცით. ონლაინ სწავლების მეთოდს, პირადად მე არ ვაღიარებ რადგან ჯერ ერთი ძალიან რთულია და მისი აწყობა რამდენიმე თვეშიც კი წარმოუდგენელია, დამატებით, ეს მეთოდი არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია. და ბოლოს, არაეფექტური იქნება, რადგან ერთეულებს შეიძლება დააინტერესოს, მაგრამ მასობრივი შედეგი არ ექნება და შეიძლება უკუშედეგიც კი ჰქონდეს, რატომ? - ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება და იმიტომ...

ამიტომაც, დისტანციური და მაღალტექნოლოგიური ინტერნეტპლატფორმა Izrune.ge-ს შექმნაზე ოთხი წელი ვფიქრობდით და მერე ავამოქმედეთ. მესამე წელია, რაც ძალიან წარმატებით ფუნქციონირებს, რადგან გვაქვს კონკრეტული მიზანი და დროში გაწერილი, პრიორიტეტებად დალაგებული ამ მიზნის მისაღწევად შედგენილი გადასაწყვეტი ამოცანები.

ჩემი სიტყვებს, ონლაინ მეთოდთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროც ადასტურებს, თუმცა რა თქმა უნდა, მაინც ცდილობენ, ტელევიზია შეიამხანაგეს და ვნახოთ, რა გამოუვათ.

- თქვენს უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით?

- ჩაერთეთ Izrune.ge-ში, იზრუნეთ საკუთარი შვილების აღზრდა-განათლებაზე და დაელოდეთ - თქვენთვის 29 მარტიდან ძალიან საინტერესო ტექნოლოგიური ნოვაცია მზადდება და ამ სიახლის დეტალებს მალე გაგაცნობთ

გაგრძელება იქნება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება