მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსი ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს და როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოგვიწევს მასთან ერთად თანაცხოვრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭირო ატრიბუტების - პირბადის და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე სახლიდან უკვე აღარავინ გადის.
მსოფლიოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ ვირუსებისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტური მეთოდი ხელის ხშირად დაბანაა. საპნით ხელის დაბანა ვირუსების გავრცელების პრევენციაა. ასევე ეფექტურია ხელის ანტიბაქტერიული ხსნარის გამოყენება.
სადეზინფექციო საშუალების დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდებათ:
ეს ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული სითხე ერთ ლიტრამდე შეავსეთ გადადუღებული წყლით, კარგად შეანჯღრიეთ, ჩაასხით ჭურჭელში და გამოიყენეთ. მომზადებისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე, სითხე თვალში არ მოგხვდეთ!
თუ სახლიდან გახვალთ, დამზადებული სადეზინფექციო საშუალება თან გაიყოლეთ და ხშირად დაიმუშავეთ ხელები.
ასევე მარტივია პირბადეების სახლში დამზადება, მთავარია, დამზადებისას დაიცვათ სისუფთავე. ამისთვის დაგჭირდებათ:
სველი ხელსახოცი ან ნაჭერი და დოლბანდი.
იხილეთ პირბადეების დამზადების ვიდეოგაკვეთილები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება