სიახლეები
სიახლეები

„ეროვნული გამოცდების ტესტები მეორე სემესტრის მასალით შესაძლოა ძალიან არ დავტვირთოთ“ - სოფიო გორგოძე
18-03-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების გადადება ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა უწყება ალტერნატიულ გზებზე მუშაობს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აცხადებს, ტესტების შემუშავების პერიოდში შესაძლოა, ცენტრმა გაითვალისწინოს და მეორე სემესტრის პროგრამული მასალა ნაკლებად გამოიყენოს.

„ჯერჯერობით ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სამთვე-ნახევარია დარჩენილი. გამოცდები ივლისის თვეში იმართება, ამიტომ ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ცვლილებებზე არ ვფიქრობთ, თუმცა, თუკი ამის საჭიროება იქნება ცვლილებებზე საუბარი შეიძლება იყოს.

ასევე ჩვენ შესაძლოა გავითვალისწინოთ, რომ მეორე სემესტრში რაც იყო პროგრამული მასალა დასაძლევი, ამით ძალიან არ დავტვირთოთ საგამოცდო ტესტი.

ზოგადად, როცა ტესტს ვადგენთ, ვცდილობთ ორიენტირებულნი ვიყოთ იმაზე რომ დავინახოთ, როგორ აზროვნებს აბიტურიენტი და რამდენად მზად არის ის გააგრძელოს აკადემიური განათლება. ვცდილობთ, ფაქტობრივ მასალაზე ორიენტაცია ნაკლები იყოს და წელს განსაკუთრებით მივაქცევთ ამას ყურადღებას“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ უწყება ერთიანი ერონული გამოცდების ჩატარების ალტერნატიულ მოდელს განიხილავს.

„დეტალურად ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სამთვე-ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, თუ აღმოჩნდება, რომ ამ დროისთვისაც მასობრივმა თავშეყრამ და ტესტირებამ რამენაირად შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს ახალგაზრდებს მთავრობა ამ რისკზე არანაირად არ წავა. ჯანმრთელობა არის პირველი საზრუნავი და შესაბამისად გარკვეულ ალტერნატიულ გზებზეც ვიფიქრებთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ალტერნატიული გზა არ დაგვჭირდება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ „ბიემჯი“-სთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ალტერნატიულ გზებზე კონკრეტული საუბარი ნაადრევია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება