მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ასწავლე საქართველოსათვის“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, დაწყებითი განათლების, ინგლისური ენის, ქართულისა და მათემატიკის სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
• ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;
• ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;
• ფლობდეს 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს
იხილეთ ვიდეორგოლი
კონკურსი გამოცხადებულია სულ 19 ვაკანსიაზე. შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები 2017-2018 სასწავლო წლისთვის დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული რეგიონების საჯარო სკოლებში და უზრუნველყოფენ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
შერჩეულ კანდიდატებთან შრომის ხელშეკრულება გაფორმდება 2017-2018 სასწავლო წლის ვადით. კონსულტანტ-მასწავლებელი ხელშეკრულების ვადის შესაბამისად მიიღებს სკოლის ხელფასზე დანამატს - 400-750-1000- ლარს. კონსულტანტ- მასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან.
შერჩეულმა მასწავლებლებმა არამარტო საგანი უნდა ასწავლონ, არამედ ხელი შეუწყონ არაფორმალურ განათლების დანერგვას, ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.
პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge
ქიმიის კონსულტანტ-მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელი
ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი
მათემატიკის კონსულტანტ-მასწავლებელი
ისტორიის კონსულტანტ-მასწავლებელი
ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
დაწყებითი განათლების კონსულტანტ-მასწავლებელი
ბიოლოგიის კონსულტანტ-მასწავლებელი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა