სიახლეები
სიახლეები

რა ცვლილებაა მათემატიკის ტესტში და რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოცდაზე?
20-03-2020
-
+


მათემატიკის ტესტში სტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებები არ შესულა, თუმცა შეიცვალა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე აღნიშნავს, აბიტურიენტებს მათემატიკაში მინიმალური ზღვარის გადასალახად 12 ქულის მოგროვება დასჭირდებათ. 

„მათემატიკის ტესტში არ შესულა არც სტრუქტურული და არც შინაარსობრივი ცვლილებები. ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათი და 40 წუთია. ერთადერთი ცვლილება განიცადა მინიმალურმა ბარიერმა და ნაცვლად 25%-ისა გახდა 20%. ანუ ტესტი რომ წარმატებით გადალახულად ჩაითვალოს, საჭიროა არანაკლებ 12 ქულის მოგროვება. თუმცა  მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ პროგრამებზე მინიმალურ ბარიერზე მაღალი ზღვარი დააწესონ, თავიანთი სურვილის მიხედვით.

რაც შეეხება თავად ტესტის სტრუქტურას, ის შედგება 40 დავალებისგან. პირველი 30 დავალება არის ე.წ. დახურულბოლოიანი. თითოეულ მათგანს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორი მხოლოდ ერთია. აბიტურიენტს ევალება შეარჩიოს სწორი პასუხი და პასუხების ფურცელზე გადაიტანოს არჩეული ვარიანტი.

ბოლო ათი დავალება არის წერითი, რომლებიც ფასდება სხვადასხვა ქულით. თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს ქულათა ის რაოდენობა, რომელიც სწორად პასუხის გაცემის შემთხვევაში დაეწერება აბიტურიენტს. ამ დავალებების ამოხსნისას აბიტურიენტებს ევალებათ, მსჯელობის სახით სრულყოფილად იყოს შესრულებული და გადატანილი პასუხების ფურცელში შესაბამის ადგილას“, - აცხადებს მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი.

ზაზა თევდორაძის თქმით, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა შესრულებული დავალებები ზუსტად გადაიტანონ პასუხების ფურცელზე იმ ადგილზე, რომელი დავალებაც შეასრულეს.

„მოგეხსენებათ მათემატიკა არ არის საგანი, რომელიც 3-4 თვის ბეჯითი მუშაობის შედეგად იქნება ათვისებული, ამიტომ აბიტურიენტებს ვურჩევ ხანგრძლივად და გულისყურით იმეცადინონ. არ ინერვიულონ გამოცდაზე და მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები. რაც ყველაზე მთავრია შესრულებული დავალებები პასუხების ფურცელზე ზუსტად გადაიტანონ იმ დავალებისთვის განკუთვნილ ადგილას, რომელიც შეასრულეს“ - ურჩია ზაზა თევდორაძემ აბიტურიენტებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება