სიახლეები
პიროვნება

წარმატებული ბიზნეს-ლედი მესტიიდან - ლელა ფერცულიანი: „ბიზნესის კეთებაში მორალი უმთავრესია“
19-03-2020
-
+


სანამ მესტიაში წარმატებული ბიზნეს-ლედი გახდებოდა, არცთუ მარტივი გზა განვლო. სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი ლელა ფერცულიანი ბედმა მშობლიური მიწიდან ჯერ თბილისში, შემდეგ კი საერთოდ რუსეთში წაიყვანა, თუმცა ეს ისტორია წლების წინ დაიწყო, რომელსაც ქალბატონი ლელა Etaloni.ge- თავად უამბობს. მე დევნილი ვარო, - სევდიანი ხმით მითხრა და ისიც დასძინა, რუსეთიდან საქართველოში იმიტომ დავბრუნდით, არ გვინდოდა, შვილები უცხო მიწაზე გაზრდილიყვნენო. დღეს მესტიაში ჰოსტელი, ასევე ქვის სატეხი საამქრო და კაფე-ბარ-რესტორანი აქვს, ბიზნესსაც წარმატებით უძღვება და ოჯახსაც, სადაც ექვს შვილს უვლის.

- მეორე წელია, მესტიაში დავბრუნდით, გავხსენით ქვის სატეხი საამქრო, შევიძინეთ ჰოსტელი, გვაქვს კაფე-ბარ-რესტორანი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ბიზნესი ნელ-ნელა გაფართოვდება და უფრო წარმატებული გახდება. მე სოხუმელი ვარ, წარმოშობით ქვემო სვანი; მეუღლის ფუძე ლენჯერიდანაა... დაბრუნებულები ვცდილობთ, ჯერ საქართველოს, შემდეგ კი სვანეთის რეალობაში გავცნობიერდეთ და სამომავლოდ, ჩვენი კვალიც დავტოვოთ.

- ქალბატონო ლელა, საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- როგორც მოგახსენეთ, დევნილი ვარ სოხუმიდან, ჩემი მეუღლე გალელია... ოჯახის შექმნის შემდეგ გადავედით რუსეთში, ექვსი შვილი გვყავს და სულ ვცდილობდი, ბავშვები არ გაზრდილიყვნენ უცხო ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ პირველ ყოვლისა, უნდა იყვნენ პატრიოტები და გადავწყვიტეთ, ნელ-ნელა ჩვენი ბიზნესი საქართველოში გადმოგვეტანა. ჩემი მეუღლის იდეაფიქსი იყო, ძირძველ მიწაზე დაბრუნებულიყო და შვილებიც საქართველოში დამკვიდრებულიყვნენ.



- როგორია ექვსი შვილის დედობა და პარალელურად, ბიზნესის კეთება?

- გადასარევი... მთავარია, ჯანმრთელობა იყოს, შეუძლებელი არაფერია; მით უმეტეს, შვილები პატარები აღარ არიან, მაქსიმალურად გვეხმარებიან, შრომობენ... და ყველაფერს შევძლებთ უფლის შეწევნით. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო ადგილობრივი ხელისუფლების როლი და თანადგომა, რაც უდავოდ აისახება ბიზნესის წარმოებაზე. იცით - შეიძლება იყო წარმატებული, მაგრამ არ მიგიღოს მოსახლეობამ, ხელისუფლებამ და მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დაბალანსებული გვაქვს. ვშრომობთ ფიზიკურად და ღმერთი მოწყალეა. ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას ყველა წამოწყებაში ვგრძნობთ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. გაცილებით მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ვიდრე რეალურად ველოდით და ბედნიერი ვარ, როდესაც ინტერესდებიან ჩვენი გაკეთებული საქმით.

- ერთი ქალი, როგორ უძღვებით ამ ყველაფერს?

-  დიდი გუნდი გვყავს, რომელიც ხედავს - თავს არ ვზოგავთ. შინაური გარემო გვაქვს შექმნილი და როდესაც გვერდით უღალატო ხალხი გყავს, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.



- ესაა თქვენი წარმატების საიდუმლო - ერთ მუშტად შეკრული გუნდი?

- ასეა... ადამიანური მიდგომაა ამოსავალი, ვიდრე სურვილი - მართო ყველა და ყველაფერი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ბიზნესი და ზოგადად, ჩვენი არსებობის წარმატება არის შედეგი, რომელსაც დადებ. ჩვენი დღე არ იწყება იმით, დღეს ბევრი ფული ვიშოვოთ. მთავარია, ისეთი რამ გავაკეთოთ, სხვაც კარგად იყოს. ერთად გავიარეთ ჭირიც, ლხინიც და ვფიქრობ, ბიზნესის კეთებაში მორალი უმთავრესია, რასაც მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე მატერიალურ კეთილდღეობას. ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, ასე ვზრდით შვილებსაც და მადლობლები ვართ უფლის.

- რთული გზა გაიარეთ წარმატებამდე?

- დავიბადე და გავიზარდე სოხუმში, დავამთავრე სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, 1993 წელს სწავლა განვაგრძე თბილისში, ვკითხულობდი ლექციებს და ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1998 წლიდან, ოჯახის შექმნის შემდეგ, გადავედით რუსეთში და უკვე ექვსი წელია, დავბრუნდით საქართველოში...

- თავს დევნილად მიიჩნევთ?

- კი არ მივიჩნევ, დევნილი ვარ, თუმცა მაშინ ლტოლვილები გვერქვა... ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს მოვა დრო, როცა დავბრუნდებით. მე სოხუმელი ვარ და ეს ყველაფერი ჩემში ტკივილსა და მონატრებას იწვევს.

- შვილებს უამბობთ ხოლმე სოხუმზე?

- რა თქმა უნდა, ვესაუბრები და იციან ყველაფერი, ჩემთან ერთად სტკივათ, თუმცა რა თქმა უნდა, ისე ვერ განიცდიან, როგორც მე. იციან, რა არის გალი, სოხუმი და ისიც - რას ნიშნავს დევნილი დედა და მამა.

- რუსეთში ცხოვრებისას, არ გიფიქრიათ სოხუმში გადასვლა?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი დიდი იყო, ჩვენ სახლში ახლა სხვები ცხოვრობენ და ეს მორალურად რთული ასატანია. არ წავსულვარ, არც წავალ მანამ, სანამ ოფიციალურად არ წაიშლება პირობითი საზღვარი და ჩვენ მართლა არ დავბრუნდებით. ძალიან მტკივნეული თემაა ეს ჩემთვის და აზრსაც ვერ ვხედავ, წავიდე, ვნახო, ის, რაც ამჟამად არ გვეკუთვნის. ისე კი, მონატრება დიდია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება