მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის მაგალითზე სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები ასაკისა და სქესის მიხედვით. ასევე არსებობს სტატისტიკა, თუ რომელი ქრონიკული დაავადებები ამძიმებს ვირუსის მიმდინარეობას.
კორონავირუსი, ძირითადად, 80 წელს გადაცილებულებისთვის არის საშიში, რადგან გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ასაკის პაციენტებში ფიქსირდება.
სტატისტიკაში, რომელიც თებერვლის თვეში აღრიცხულ შემთხვევებზეა დამყარებული, აღნიშნულია, რომ 9 წლამდე ბავშვებისთვის კორონავირუსი საფრთხის შემცველი არაა. 10-დან 39 წლამდე კი ფატალური შედეგები ძალიან ცოტაა.
ჩინეთის სტატისტიკა, რომელიც 72 000-ზე მეტ შემთხვევაზეა შედგენილი, ასეთია:
რაც შეეხება სქესს, როგორც ჩანს, კორონავირუსი მამაკაცებისთვის ბევრად უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე ქალებისთვის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩინეთში გაცილებით ბევრი მწეველი კაცია, ვიდრე ქალი, სწორედ ეს განაპირობებს სტატისტიკის მაჩვენებელს, რადგან მოწევა ზრდის რესპირატორული დაავადებების გართულებების რისკს.
რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსმა ჩინეთში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები უფრო დააზარალა. ასევე რისკ-ჯგუფში შედიან დიაბეტით და სიმსივნით დაავადებული პაციენტებიც.
სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულების 0,9%-ს ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ - მინისტრის ბრძანება
ნატო ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი