სიახლეები
სიახლეები

„მასწავლებლები არ უნდა ატარებდნენ ონლაინ გაკვეთილებს ყოველდღიურად ისეთი სიხშირით, როგორც სკოლაში“
19-03-2020
-
+


მეოთხე დღეა სკოლების ნაწილი დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავიდა. რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა დისტანციური სწავლებისას და რომელი მიდგომა უფრო ეფექტურია - ამ კითხვებზე etaloni.ge-ს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია პასუხობს.

ჯანაშიას მოსაზრებით, მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ონლაინ რესურსის და აპლიკაციის გამოყენება, არამედ სწორი კომუნიკაცია და მრავალფეროვანი მიდგომები, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული.

„იმ სკოლებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ონლაინ რესურსი გამოიყენონ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა სიხშირით მოუწევთ ბავშვებს ონლაინ ყოფნა, რა რესურსების მიწოდება შეუძლიათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაამყარებენ ურთიერთობას მათთან - მიწერით, ვიდეოჩართვით თუ სხვა საშუალებით.

მასწავლებლებმა მეტი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა დავალებებს აძლევენ მოსწავლეებს შეხვედრიდან შეხვედრამდე, რას აკეთებენ ბავშვები და არა იმაზე, რას აკეთებენ თვითონ. მინიმალური უნდა იყოს ონლაინ ჩართვები, რადგან ეს ძალიან რთულია და მაქსიმალური უნდა იყოს ე.წ. არასინქრონულ რეჟიმში მიწოდებული დავალებები.

ერთ კონკრეტულ აპლიკაციაზე ფიქრის ნაცვლად, მთავარია ვიფიქროთ მრავლფეროვან მიდგომებზე ბავშვების საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. ასევე იმაზეც, რომ ამ პროცესმა უქმად არ ჩაიაროს - რას გააკეთებენ ზაფხულში, რათა ეს დანაკლისი აღმოფხვრან“ - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

ჯანაშიას მიდგომაა, დისტანციური სწავლების რეჟიმში მასწავლებლები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სილაბუსს ზუსტად არ უნდა მიყვნენ. ეს არაეფექტური იქნება. მეორეს მხრივ, ე.წ. 45-წუთიანი ონლაინ გაკვეთილის ჩატარება პედაგოგებისთვის უფრო მარტივია, რადგან მხოლოდ ამ დროის განმავლობაში არიან დაკავებულები და ეს ნაკლები თავის ტკივილია.

„ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ინტერნეტში შეიძლება იმის ზუსტი ასლის გაკეთება, რაც სკოლაში ხდება - ეს შეუძლებელია.

ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობებიც არ არის მორგებული იმაზე, რომ 45 წუთი იჯდეს კომპიუტერთან გაკვეთილზე. ამასთან, ხშირად ინტერნეტის ხარისხიც არ იძლევა საშუალებას, ინტერაქცია იყოს ორმხრივი.

მასწავლებლები ცხადია არ უნდა ატარებდნენ ონლაინ გაკვეთილებს ყოველდღიურად ისეთი სიხშირით, როგორც ამას სკოლაში აკეთებდნენ. თუმცა, სხვა მხრივ ეს ახალ თავის ტკივილს აჩენს - მასწავლებელმა მეტი დრო უნდა დახარჯოს, რა დავალებები  მისცეს მოსწავლეს და შემდგომ ყველა მოსწავლის დავალება წაიკითხოს, რაც საკმაოდ შრომატევადია. ამიტომ ურჩევნია გაკვეთილი ჩაატაროს და 45 წუთი იყოს დაკავებული მოსწავლეებით. სკოლა უნდა შეეცადოს ისე გააკეთოს ორგანიზებას, რომ დღეში მაქსიმუმ 2-3 გაკვეთილი ჩაატაროს ონლაინ და ესეც არ იქნება საჭირო თუ კარგად მოიფიქრებენ დავალებებს“ - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, დისტანციური სწავლების ახალ შესაძლებლობებს აჩენს და საუკეთესო პერიოდია ენების შესასწავლად. 

„მნიშვნელოვანია ასაკიც, უფროსკლასელები უფრო კარგად ახერხებენ თვითორგანიზებას, პირველკლასელებისთვის ძალიან რთული იქნება წერა-კითხვის სწავლების გაგრძელება ონლაინ რეჟიმში. მასწავლებელმა არ უნდა წარმოიდგინოს, რომ იგივე პროგრამა გაატაროს ონლაინ რეჟიმში. სრულიად ახალი  შესაძლებლობები ჩნდება დისტანციური სწავლების დროს. შესაძლებელია უფრო მეტად ჩართოს თამაშები, ძალიან ბევრი თამაშია ასევე ენის სასწავლადაც. ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო დროა ენების სასწავლად დახარჯონ მეტი დრო და შედარებით რთულია, სპორტით დაკავდნენ მოსწავლეები. ამიტომ სკოლამ უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის პრიორიტეტი და იმაზე გააკეთოს მეტი აქცენტი“, - აცხადებს განათლების სფეროს სპეციალისტი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება