მართალია თუ არა, რომ ბავშვებს კორონავირუსი არ ემართებათ - რატომ
12-04-2020
დაკოპირებულია
-
+
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ბავშვების რაოდენობა მინიმალურია. როგორც აღმოჩნდა, ამ ფენომენისთვის უკვე მრავალი ახსნა არსებობს, მაგრამ ექსპერტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის ეს დიაგნოზი ბავშვებში ბევრად იშვიათი.
„ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ბავშვები არ ავადდებიან ამ ინფექციით ან სიმპტომები გამოხატულია ძალიან მსუბუქი ფორმებით“, - ამბობს რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერი და ვირუსოლოგი, იან ჯონსი.
მეცნიერების თქმით, ვირუსი ბავშვებში იმდენად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რომ მშობლებს მოზარდები ექიმთანაც კი არ მიჰყავთ, ამიტომ მათ შემთხვევაში კორონავირუსის დიაგნოსტირებაც ვერ ხდება და სტატისტიკაც გასაგები ხდება. თუმცა სწორედ ამ მიზეზით ბავშვები კორონავირუსის მთავარი ფარული გადამტანები შეიძლება იყვნენ.
ამ ვერსიას ეთანხმება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, ნატალი მაკდერმოტი:
„ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა იმუნური სისტემა, როგორც წესი, ძალიან კარგად არის მომზადებული ვირუსებთან საბრძოლველად. ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ, მაგრამ ძალიან მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადაიტანონ“, - ამბობს ის.
მაკდერმოტი ამბობს, რომ ასეთი შედეგი შეიძლება შეწყვეტილი სასწავლო პროცესითაც აიხსნას. ასევე იმ განსაკუთრებული მზრუნველობითა და ძალისხმევით, რასაც უფროსები ყოველთვის ახარჯავენ ბავშვებს, რომ მათ არაფერი დაემუქროთ.
იგი თვლის, რომ ვირუსის შემდგომი გავრცელების შემთხვევაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის თავიდან არიდება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება, შეიძლება სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალოს და ბავშვებს შორის უფრო მეტი ინფიცირებული აღმოჩნდეს, რადგან მათი იზოლირება უბრალოდ უფრო რთული იქნება.
„არადამაჯერებელია, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ”, - ამბობს ენდრიუ ფრეიმი, კარდიფის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი.
”ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ექიმები არ ამოწმებენ ვირუსის არსებობას იმ ბავშვებში, რომლებსაც არ აქვთ დაავადების გამოხატული სიმპტომები”, - დასძენს ფრიმანი.