TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

უარესი უკან არის? - კორონავირუსთან ბრძოლის ჩინური გზა
25-03-2020
-
+


უხანში, რომელიც ჩინეთში ეპიდემიის ცენტრად იქცა, ბოლო დღეებია კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში, ეპიდემიის მთელი ისტორიის მანძილზე, 80,9 ათას ადამიანს მიაღწია, მათგან 70,4 ათასი გამოჯანმრთელდა და 3 245 გარდაიცვალა. განახლებული მონაცემებით, ვირუსით სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა წილი ერთ დღე-ღამეში 86%-დან 87%-მდე გაიზარდა. კონტინენტური ჩინეთის დიდ ნაწილზე ბოლო პერიოდია დაინფიცირებულთა ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

დასახელდა უხანში კარანტინის მოხსნის ვადებიც. 

ქალაქი უხანი შესაძლოა ინფექციისგან მარტის ბოლომდე გასუფთავდეს. კარანტინი კი შესაძლოა თანდათანობით, აპრილში მოიხსნას. ამის შესახებ ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ვირუსოლოგმა ლი ლანძიუანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ როდესაც უხანის ბლოკადა შესუსტდება, მკაცრი კონტროლი გაგრძელდება, რომ შესაძლო ახალი აფეთქებები აღკვეთონ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში ვიზიტით შეეცადა ეჩვენებინა, რომ უარესი უკანაა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მრავალრიცხოვანი ექსპერტები და ჟურნალისტები ეპიდემიასთან ბრძოლის ჩინურ გამოცდილებას აქებენ, მათ შორის მკაცრ საკარანტინო ღონისძიებებს.

ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უპრეცენდენტო ღონისძიებები გაატარა. 

შეგახსენებთ, ეს ღონისძიებები ითვალისწინებდა კარანტინს ჰუბეის მთელი პროვინციისთვის (ესაა 65 მლნ ადამიანი) და სულ რაღაც 10 დღეში საველე ჰოსპიტალის აგებას. 

მკაცრი საკარანტინო პირობებით, ჩინეთმა ვირუსის აფეთება კონტროლზე აიყვანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ​ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ჩინეთში ეპიდემიამ პიკს 23 იანვარსა და 2 თებერვალს შორის მიაღწია და მას შემდეგ სტაბილურად მცირდება.

სამაგიეროდ დანარჩენ მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობა ორ კვირაში 13-ჯერ გაიზარდა.

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ყველა ქვეყანას მოუწოდა მიიღონ დაუყოვნებლივი და შეტევითი ზომები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება