სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის აკადემიური მოსწრება გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში - დირექტორების მოსაზრებები
20-03-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება. 

როგორ მოახერხებენ ასეთ სიტუაციაში სკოლები წლის ბოლოს მოსწავლის შეფასებას და რა გამოსავალს ხედავენ ისინი, ამ საკითხზე „ეტალონი“ დირექტორებს დაუკავშირდა:

ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე:

„მე თვითონ მათემატიკას ვასწავლი, დისტანციური სწავლების დროს ვაძლევ დავალებას, იქ ტესტური ამოცანებია, იმაზე მოსწავლის გაცემულ ვამოწმებ, ვინიშნავ და ასე ვაფასებ. ვფიქრობ, შემაჯამებელ დავალებებს გავაკეთებთ, შემდეგ ვნახავთ მათ პასუხებს და ქულებს დავწერთ. ზოგადად, შეფასება არის ორი სახის: განმავითარებელი და განმსაზღვრელი, განმავითარებელს თავისთავად ვახდენთ, როგორ გააკეთა მოსწავლემ, რა შენიშვნა მივეცით და ა.შ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ღორეშის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბარბაქაძე:

„სოფლებში ძალიან რთულია დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა. ჩვენთან მაინც ვერ ამართლებს ეს, რადგან ყველას არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. ამიტომ მივეცით დავალებები მოსწავლეებს, გავგზავნეთ ოჯახებში და ვაკონტროლებთ ყველაფერს, მშობლებთანაც საქმის კურსში ვართ და ვკონტაქტობთ ასე. თუ ასე გაგრძელდა, ნახევარი სემესტრის საფუძველზე მოსწავლეს ვერ შეაფასებ. თვე-ნახევარი ვისწავლეთ, ფაქტობრივად, მეორე სემესტრი. იმედია, პირველი აპრილიდან გაგრძელდება სწავლა, თორემ ჩავარდება ეს წელი“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა:

„ახლა ვმუშაობთ დისტანციურ სწავლებაზე სრულყოფილად გადასვლაზე, შეფასებას ვნახავთ ამის შემდეგ, რა მდგომარეობა იქნება. მასწავლებელმა უნდა შეაფასოს მოსწავლე, მან უნდა ჩათვალოს, რომ დაძლეული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დონე. მგონი, ჯობია ზაფხული გამოვიყენოთ, სასწავლო წელი დავასრულოთ და ისე დავწეროთ ქულები“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი:

„დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ძალიან უჭირს ჩვენს სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ბავშვი როცა წინ ზის, მაშინ ვერ მივდივართ ეროვნული სასწავლო გეგმის იმ შედეგამდე, რაც გვინდა და დისტანციურად გაცილებით რთულია, თან ინტერნეტის პრობლემა არის სკოლაში. შეფასებაზე ჯერ არ გვიმუშავია და არ დავფიქრებულვართ. ველოდებით, რომ პირველ აპრილს იქნებ დაიწყოს სწავლა და ჩავდგეთ ჩვეულ რეჟიმში. თუ ასე გაგრძელდა, შევიმუშავებთ გეგმებს, ინტენსიურს გავხდით ამ დისტანციურ სწავლებას და რამეს მოვიფიქრებთ. მოსწავლე თუ არ შეაფასე, როგორ დააინტერესებ?! საგანმანათლებლო სფეროში ასე არ ხდება, მაგრამ როცა ასეთი ვითარებაა, როცა პანდემიაა და ფორსმაჟორი, სხვა გზა არ გვაქვს“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი დონალდ ძაგანია:

„დღევანდელ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ არის, დისტანციური სწავლება უნდა ავაწყოთ. ჩვენ დავიწყეთ უკვე ეს, 6 მასწავლებელი მუშაობს. მეოთხე კლასის მასწავლებელი ჩვეულებრივად დისტანციურად ასწავლის, სამი დღეა, რაც შექმნა ჯგუფი. ასე შეუძლია სხვა პედაგოგებსაც, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ყველა ამისთვის არ არის მზად. ზოგიერთი ვერ ფლობს იმ საკომუნიკაციო საშუალებებს, რასაც უნდა ფლობდეს სინამდვილეში მასწავლებელი და ეს ხელს გვიშლის. ამ ვითარებაში ასე გადავწყვიტე, სკაიპის საშუალებით მივცე ბავშვებს დავალებები და მიიღონ შესაბამისი შეფასებები“.

დმანისის მუნიციპალიტეტის, ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი რეგინა ადუაშვილი:

„ყველანი ქაოსში ვართ, არ ვიცით, რა გავაკეთოთ. ონლაინრეჟიმში მუშაობა ნაწილობრივ ხერხდება, თუმცა შეფასებებზე ჯერ არავითარი გეგმა არ გვაქვს. როგორც გადაწყვეტს სამინისტრო, ჩვენც ისე მოვიქცევით“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჭალიძე:

„თუ პირველ აპრილს აღდგა სასწავლო პროცესი, მოვასწრებთ მოსწავლეების შეფასებასაც. სხვა შემთხვევაში არ ვიცით, როგორ მოვიქცევით. ვერ ვიტყვით, რომ ადვილია დისტანციურად მუშაობა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს სიძნელე“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება