სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
20-03-2020
-
+


ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

‍ორგანიზატორი და წამყვანი იყო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის‍ ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამსონიძე. სპონსორი და მხარდამჭერი კი - ღების საჯარო სკოლის დირექცია.

ინტელექტუალური შეჯიბრის პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ:

  • ამირან ლობჯანიძე (საგანი - ისტორია),
  • ვერა ლობჯანიძე (საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება),
  • შორენა ლობჯანიძე (საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი),
  • რეზო ბარბაქაძე (საგანი - გეოგრაფია, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი),
  • მონიკა გავაშელი (საგანი - ქიმია-ბიოლოგია),
  • ანა გობეჯიშვილი (საგანი - სამოქალაქო განათლება),
  • სოფიო ლობჟანიძე (საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა),
  • ზურაბ გავაშელიშვილი (საგანი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი),
  • ნათია ლობჯანიძე (საგანი - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები),
  • სიმონ დათუკიშვილი (საგანი - მათემატიკა).

პროექტის მიზანი:

სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება.
პროექტის ამოცანები: მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მოსწავლეების მოტივირება და ნიჭიერთა წარმოჩენა, სკოლის მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოვება, ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეების თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.

მოსწავლეთა პროფილი: მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით.

კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დრო 1 წთ, რათა დააფიქსირონ პასუხები. კითხვა ჩნდება ასევე მონიტორზეც და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ კითხვა არა მარტო მოისმინონ, არამედ ნახონ კიდეც. სხვადასხვა საგნის კითხვები პროექტის ორგანიზატორმა ‍თამარ სამსონიძემ განათავსა Power Point-ში, რომელშიდაც მითითებული იყო კითხვების თანმიმდევრობა, საგნის დასახელება და შეკითხვა, ყოველ მომდევნო სლაიდზე კი სწორი პასუხი. კითხვები გაფორმებული იყო კონტექსტთან დაკავშირებული ფოტოებით,ფიგურებითა და ეფექტებით.

„პროექტს - „რა? სად? როდის?" ჰყავდა ჟიური, რომელიც შედგებოდა სამი წევრისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ ღების საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შედგა მოთამაშეთა სამი ჯგუფი, ჟიურის თითო წევრი მიმაგრდა მოთამაშეთა თითო გუნდზე, რომელთაც ევალებოდათ მონიტორინგი გაეწიათ თითო ჯგუფისთვის, ეწარმოებინათ ჩაწერა - მოთამაშეთა ჯგუფის მიერ და ფიქსირებული პასუხის, სწორი პასუხისა და ქულის მინიჭების.

ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“ მოთამაშეები დაიყვნენ სამ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფში იყო თითო კლასის თითო წარმომადგენელი მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

ჯგუფი №1 - „შოდა"
შემადგენლობა:

  • კაპიტანი - ოთარ ლობჯანიძე(მე-10 კლასის მოსწავლე),
  • მარიამ სალუქვაძე (მე-7 კლასის მოსწავლე),
  • თათია ჟოროლიანი ( მე-5 კლასის მოსწავლე),
  • მათე ლობჯანიძე (მე-6 კლასის მოსწავლე),
  • გიორგი გობეიშვილი (მე - 8 კლასის მოსწავლე),
  • მარიამ ბოხაშვილი (მე - 9 კლასის მოსწავლე).

ჯგუფი №2 - „ედენა"
ჯგუფის შემადგენლობა:

  • კაპიტანი - ნანა ჯოხაძე ( მე-8 კლასის მოსწავლე)
  • როსტომ ლობჯანიძე (მე-9 კლასის მოსწავლე),
  • ლუკა გობეჯიშვილი (მე-10 კლასის მოსწავლე),
  • ლაშა ლობჯანიძე (მე-11 კლასის მოსწავლე),
  • გურამ ბოხაშვილი (მე-7 კლასის მოსწავლე),
  • ნიკა ლობჯანიძე (მე-6 კლასის მოსწავლე).

ჯგუფი №3 - „დომბა"

ჯგუფის შემადგენლობა:

  • კაპიტანი - ალიკო გობეჯიშვილი (მე-12 კლასის მოსწავლე),
  • ლევან ალხიძე ( მე-9 კლასის მოსწავლე),
  • გვრიტო გობეჯიშვილი (მე-10 კლასის მოსწავლე),
  • ბარბარე გოეჯიშვილი (მე-7 კლასის მოსწავლე),
  • ია ჟორჟოლიანი (მე-8 კლასის მოსწავლე),
  • მიხეილ ბოხაშვილი ( მე-6 კლასის მოსწავლე).

მოსწავლეებს დაევალათ თავად მოეთათბირებინათ საკუთარ გუნდებში და მათი ხმების უმეტესობით შეერჩიათ საკუთარი ჯგუფის კაპიტანი.

პირველი ტური გადალახა პირველმა ჯგუფმა სახელწოდებით „შოდა" და მეორე ჯგუფმა სახელწოდებით „ედენა", ხოლო გამარჯვებული ჯგუფი გახდა პირველი ჯგუფი სახელწოდებით - „შოდა" ოთარ ლობჯანიძის კაპიტნობით.

მათთვის, ვისთვისაც უცნობია ჯგუფების სახელწოდებები, შერჩეულ იქნა მთის რაჭის ულამაზესი მწვერვალებისა (შოდა, ედენა) და მთის (დომბა) სახელწოდებებიდან გამომდინარე. ჯგუფების სახელწოდებების შერჩევის იდეა ეკუთვნის ღების საჯარო სკოლის ხელმძვანელს, დირექტორს - ქალბატონ ნუნუ ლობჯანიძეს.

სკოლის დირექციამ სიმბოლური საჩუქარი გაუმზადა თითოეული ჯგუფის ყველაზე გამორჩეულ მონაწილეს.
მოსწავლეებმა არც კი იცოდნენ სიმბოლური საჩუქრების შესახებ. პროექტის წამყვანმა სთხოვა ჯგუფებს, დაეფიქსირებინათ რიგ-რიგობით საკუთარი ჯგუფის ყველაზე გამორჩეული მონაწილე, ვინც ყველაზე აქტიური იყო თამაშის მიმდინარეობის პროცესში და ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ჯგუფის მუშაობასა და სწორი პასუხების დაფიქსირებაში. თითოეულმა ჯგუფიდან ყველა მონაწილემ რიგ-რიგობით გულწრფელად დაასახელა საკუთარი ჯგუფის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე. ჟიურის წევრებმა დააფიქსირეს ჯგუფის წევრების სახელები და გამოვლინდა მოთამაშეების მიერ დასახელებული ყველაზე გამორჩეული მოთამაშე.

სიმბოლური საჩუქრები - წიგნების სახით სკოლის დირექციისაგან გადაეცათ:
პირველი ჯგუფის კაპიტანს ოთარ ლობჯანიძეს _ ჟიულ ვერნის - საიდუმლო კუნძული;
მეორე ჯგუფის კაპიტანს ნანა ჯოხაძეს _ მარკ ტვენის - ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი;
მესამე ჯგუფის კაპიტანს ალიკო გობეჯიშვილს _ ჯეიმს გრინვუდის - „პატარა მაწანწალა".

სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი შთაბეჭდილებები და შეფასებები ჩატარებულ პროექტთან დაკავშირებით, მადლობა გადაუხადეს პროექტის ორგანიზატორსა და პროექტში ჩართულ პარტნიორ მასწავლებელს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიება იყო საინტერესო, სახალისო, მათ ბევრი რამ გაიგეს ახალი, მოსინჯეს საკუთარი ძალები, დარწმუნდნენ საკუთარ და სხვების შესაძლებლობებში, ახლა უკვე იციან, თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმუშაონ, რომ უკეთესად წარსდგნენ კვლავ ასეთ ღონისძიებებზე.

თამაში გამოდგა ძალზედ პოზიტიური, სახალისო და ინტერაქტიული, დიდი მოწონება დაიმსახურა დიდსა და პატარაში.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ პირველი პრეცენდენტი იყო ღების საჯარო სკოლის ისტორიაში, გამოითქვა დიდი სურვილი, მომავალში მსგავსი პროექტების ჩატარებისა.

ნახატი „ბუ“ შესრულებულია სპეციალურად ამ თამაშისათვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვერა ლობჯანიძის მიერ, მადლობა მას მხარდაჭერისთვის!“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება