მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კორონავირუსთან დაკავშირებით აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და შეცვლილ ცხოვრების წესთან დაკავშირებით რჩევებს გვიზიარებს.
ამონაშვილი, რომელიც თავადაც სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, ამ დროის სასარგებლოდ გამოყენებას გვირჩევს. „დრო გვეძლევა ცხოვრების აზრი შევიმუშავოთ“ - ამბობს მიმართვაში.
„აი, რას ვიზამდი - ავუხსნიდი ოჯახის წევრებს სიყვარულს. გავხდებოდი გულახდილი და მათაც ასეთს გავხდიდი. კორონავირუსი წარსულს ჩაბარდება. ის კი წავა, მაგრამ ჩვენ როგორ ჩავბარდებით მომავალს? - ეს გამოცდა გვიდგას სახლში.
ვფიქრობ როგორ უნდა ჩემი ცხოვრება, როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება, რა უნდა დამრჩეს სამაგიეროდ? - რას გამორჩებით, რომ გამუდმებით შოკში იყოთ? - სხვა რამეზე უნდა იფიქროთ, როგორი ცხოვრების წესი ავაგოთ, ახალი ადამიანები გავხდეთ, ხომ არ დადგა დრო რომ აუჩქარებლად ერთმანეთს გული გავუხსნათ. ახლა შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვიურთიერთოდ. ადრე კი სამსახურში გარბოდით, არცერთი იყავით სახლში და დრო სხვა საქმეებს მიჰქონდა.
ახლა გამოცდას ვაბარებთ, საუკეთესო განცდებში: მოთმინებაში, დათმობაში, სიხარულში, სიმშვიდეში, იმედსა და რწმენაში. ამიტომ ეს დრო ამაში უნდა გამოიყენოთ. შეკრების დრო დაგვიდგა - შევაგროვოთ განძი - სიყვარული და მოთმინება.
როგორ მოექცეთ ბავშვებს, როგორ დააკავოთ ისინი?
ბავშვებს დაკავება არ უნდათ, თქვენ უნდა დაკავდეთ ბავშვებით. როგორ? - მეტი იკითხეთ, მეტი ისაუბრეთ, ეფილოსოფესთ - ცხოვრების ანი და ბანი აუხსენით. ნახეთ მათთან ერთად ფილმები, წაიკითხეთ წიგნები, ითამაშეთ. იყოს აურზაური სახლში. ასე, მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდება თქვენს შორის. სკოლაშიც ეყოფათ ჩიჩინი. ვიდეოგაკვეთილზე თქვენც მიუსხედით გვერდით, ნახეთ რას უხსნიან და რას პასუხობენ ბავშვები.
კორონავირუსის იმუნიტეტიც გამომუშავდება და წამალიც გამოჩნდება. მაგრამ ყველაზე დიდი იმუნიტეტია - სულის სიმდიდრე. ახლა მთელი პლანეტა სულის სიდუხჭირის გამოცდას გადის, გვაკლია სულიერება. მასში კი ჩართულია რწმენა, იმედი, სიყვარული, დათმობა.
ყველა ჩვენგანმა ვიცით რა გვაკლია და რითი ვართ მდიდარი - თუ ჩაიხედავთ დაინახავთ, რა ცოტა გაქვთ მოთმინება, დათმობის უნარი, რამდენად გაკლიათ სიმშვიდე.
მიუჩვეველი ვართ ამ მდგომარეობას, ხანდახან შეიძლება გავიპაროთ სახლიდან და მთებისკენ, ბუნებაში გავეშუროთ. ბუნება არც კორონავირუსს გადაგვდებს და არც სხვა სენს. სუფთა ჰაერი გამოგვაჯანმრთელებს.
დღეს 20 მარტია - ბედნიერების საერთაშორისო დღე. ბედნიერება რომ გისურვოთ, ეს მარტო სურვილად დარჩება. გამოჭედეთ საკუთარი ბედნიერება, ის თქვენს ხელთაა, თქვენს ხასიათსა და ურთიერთობებშია ჩადებული. მთელი გულწრფელობით გისურვებთ, წარმატებას მიაღწიოთ ამ კეთილ საქმეში“ - მიმართავს საზოგადოებას ამონაშვილი.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა