მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თითოეულ მშობელს შვილის აღზრდის თავისი წესი აქვს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, უმეტესობა იმ წესებს მიყვება, რაც წარსული თაობიდან გადმოეცა.
ამ სფეროში ინოვაცია ძალიან ნელა შემოდის ჩვენს ცხოვრებში, მხოლოდ გამოჩენილი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების წყალობით. თუ თქვენი შვილი არ გიჯერებთ, გამუდმებით გეკამათებათ, გეუხეშებათ, დროა, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას აკეთებთ არასწორად და როგორ გამოასწოროთ შვილთან ურთიერთობა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ შვილის სწორად აღზრდაში.
როგორ აღვზარდოთ შვილი სწორად?
1. არ უყვიროთ ბავშვს
ძველი და გაცველითი რჩევაა, მაგრამ ძალიან სასარგებლო. როდესაც შვილს უყვირით, ის მთელს თქვენს აგრესიას ღრუბელივით ისრუტავს და გარკვეული დროის მერე უკან დაგიბრუნებთ.
დამშვიდდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დაფიქრდით იმაზე, თუ რატომ ექცევით ბავშვს ცუდად. როდესაც დამშვიდდებით, მხოლოდ მას მერე გამოხატეთ თქვენი უკმაყოფილება ჩვეულებრივი ტონით. ეს მნიშვნელოვნად გაამარტვებს აღზრდის პროცესს.
არ შეგიძლიათ თავის შეკავება? დიახ, ეს უპირობოდ რთულია. პირველ რიგში, გაერკვიეთ, რა იწვევს შენს გაღიზიანებას. ხმამაღალი მუსიკა? ცუდი შეფასება? არაერთხელ ყოფილხარ ასეთ სიტუაციაში და მსგავსი უსიამოვნებისთვისაც მზად უნდა იყო. თქვენ ორს შორის უფროსი ხართ თქვენ!
2. ნუ მოსთხოვთ ბავშვს ზედმეტად ბევრს
თქვენი შვილი აუცილებლად იქნება თქვენთვის საუკეთესო, მაშინაც კი, თუ ცურვაში მედალს არ მიიღებს, ან კარგად არ ისწავლის.
ნუ იფიქრებთ, რომ შვილი აუცილებლად უნდა გგავდეთ და უნდა განახორციელოს თქვენი არარეალიზებული ამბიციები. უბრალოდ აღმოაჩინეთ ის, რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის და განავითარეთ მასში.
3. შექმენით კარგი შთაბეჭდილება
შვილები მშობლის სარკეა, ბავშები აფასებენ ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ და იმეორებენ კიდეც.
გააკვირვეთ ბავშვები თქვენი შესაძლებლობებით, უნარებით, აჩვენეთ თქვენი ცოდნა, ძალა, ხასიათი. ამ გზით არამხოლოდ ავტორიტეტს მოიპოვებთ, არამედ თქვენს საუკეთესო თვისებებს ჩადებთ მასში.
4. განიხილეთ, დაეხმარეთ, დაარწმუნეთ
თქვენ შორის სრული ურთიერთგაგება უნდა იყოს. ერთად განიხილეთ ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, იყავით მისთვის არამხოლოდ აღმზრდელი, არამედ მეგობარი. აგრძნობინეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თქვენი დახმარებისა და რჩევის იმედი ჰქონდეს. ისე გააკეთეთ, რომ სახლი ბავშვისთვის იყოს ადგილი, სადაც მისი ესმით და ეხმარებიან.
დაარწმუნეთ შვილი, რომ თავისი ცხოვრების შემოქმედი თავადაა, თავისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის. სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში დიდი ადამიანები იზრდებიან.
5. მეტი დრო დაუთმეთ შვილთან ურთიერთობას
თუ თქვენი გადატვირთული დღის გრაფიკი შვილთან ბევრი დროის გატარების საშუალებას არ გაძლევთ, არსებული დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ. წიგნების კითხვა, თეატრში სიარული, ბუნებაში განტვირთვა - წარმოუდგენლად დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე და ბავშვი ეჩვევა სასარგებლო უნარ-ჩვევებს.
თუ ბავშვი ყურადღების ნაკლებობას იგრძნობს, ის ეცდება სხვასთან ურთიერთობით შეივსოს ყურადღების დეფიციტი.
6. ნუ აარიდებთ თავს კითხვებს
მაშინაც კი, თუ ბავშვმა ზედმეტად მგრძნობიარე საკითხზე დაგისვათ კითხვა, არ სცადოთ პასუხისგან თავის არიდება. ზოგიერთი ინფორმაციის მისაღებად ბავშვები მზად არ არიან, მაგრამ ნებისმიერი არადამაჯერებელი პასუხი დაუმახინჯებს მას აღქმას. უპასუხეთ პირდაპირ, მაგრამ მოკლედ, თუ თემა თქვენთვის უინტერესოა.
7. ნუ მოარიდებთ სიძნელეებს
თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა, უდარდელი ბავშვური ცნობიერება ზრდასრული ცხოვრებისთვის მოამზადოთ. არ გამოგივათ, თუ ეცდებით საგულდაგულოდ მოარიდოთ ყველა პრობლემას.
ახლობლების გარდაცვალება, პრობლემები ოჯახში, ბანალური უარი ''საყვარელი სათამაშოს'' ყიდვის დროს - ეს ყველაფერი პიროვნების ფორმირებაში ეხმარება.
8. აღიარეთ შეცდომები
როდესაც ხვდებით, რომ არასწორი იყავი, მაგალითად, შვილთან დისკუსიის დროს, არ შეგეშინდეთ შეცდომის აღიარების. ამით თქვენი ავტორიტეტი არ დაეცემა, პირიქით, კიდევ უფრო ამაღლდება, როცა დამარცხებას დელიკატურად აღიარებთ და სამართლიანობას აღადგენთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...