სიახლეები
სიახლეები

„გთხოვთ, ცოტათი მაინც გაგვიგოთ მასწავლებლებს, ჩვენც შოკური მდგომარეობა გვაქვს...“ - პედაგოგის მიმართვა მშობლებს
26-03-2020
-
+


საქართველოს საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, მასწავლებლები კი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. დისტანციური სწავლება და ამ პროცესში მოსწავლეების მობილიზება/ჩართვა, არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ამას ემატება ინტერნეტის პრობლემაც, რომელიც ბევრ რეგიონშია.

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი სადამრიგებლო კლასის მშობლებს მიმართავს და ურჩევს, ნუ დაელოდებიან მასწავლებლებს და შვილებს დაეხმარონ სწავლაში.

„ეტალონი“ მასწავლებლის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„არ დაგეზაროთ, ეს წაიკითხეთ!

არ ვაბუქებ... რეალობაა...მივყვეთ ქრონოლოგიურად...

სულ ცოტა ხნის წინ, ვინც კორონაზე საერთოდ არ დარდობდა, ფაქტის წინაშე დადგა. დღეს, მთელი მსოფლიო შოკშია...ბევრი სფერო მოუმზადებელი შეხვდა ამ უდიდეს გამოწვევას...ჯერ რა გველოდება წინ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ერთია, ჯერჯერობით, საქართველო თავისი შესაძლებლობებით და ყოფითი პირობებით გაცილებით უკეთ უმკლავდება სიტუაციას, ვიდრე ევროპის ბევრი ქვეყანა...უდიდესი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვისაც დაუღალავი შრომა უწევს ამისთვის...

ვიცი, რომ თქვენ გაწუხებთ თქვენი შვილების განათლების საკითხი... მენდეთ, მეც არანაკლებად, მაგრამ მინდა გთხოვოთ, ცოტათი მაინც გაგვიგოთ მასწავლებლებს.

ჩვენც შოკური მდგომარეობა გვაქვს...სისტემაში არ გვაქვს მზაობა, მყისიერად მოვერგოთ არსებულ გამოწვევებს. არ ვწუწუნებ, არ მეზარება, არ გაყვედრით... უბრალოდ, ტექნიკური საშუალებებით არ ვართ ჩვენ აღჭურვილი სათანადო დონეზე, რომ მყისიერად, ჩემი 180 მოსწავლისთვის, (ზოგს მეტიც ჰყავს) ყველაფერი "აჟურში მოვიყვანო" და თან ქვეყანაში არსებული მდგომარეობით გამოწვეულ პირად ყოფით პრობლემებსაც გავუმკლავდე...

მეც ახლა ვუმკლავდები ამ გამოწვევას, ჯერ ეგ თიმსი ვიდრე გაიმართება, კარგა ხანი გავა, ამიტომ ვინც უკვე მოახერხა დარეგისტრირება და გაკვეთილი როდის ჩაგვიტარდებაო მეკითხება, ჯერ პასუხი არ მაქვს... ბევრი ჯერ ვერც კი რეგისტრირდება... ცალკე მასწავლებლის პრობლემაა, ისიც უნდა გააქტიურდეს იმ პლატფორმაზე, გადაჯაჭვული პროცესია. ბევრი ვერ ახერხებს, ჩვენც ახლა ვსწავლობთ. ინტერნეტთან წვდომა აუცილებელია, ტელეფონის ინტერნეტით ვიტანჯები...

კიდევ ვიმეორებ, არ ვწუწუნებ...თავს არ ვზოგავ...ვცდილობ, ჩემი არსებული რესურსებით, როგორც შემიძლია...

და ბოლოს, ჩემი რჩევა, თხოვნა, რაც გინდათ ის უწოდეთ, ნუ დაგველოდებით მარტო მასწავლებლებს, ააღებინეთ წიგნები ხელში ბავშვებს, რასაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებიან, დაავალეთ, დაკავდნენ სწავლის პროცესით, ჩასვით რაღაც რეჟიმში, თუნდაც განვლილ მასალაზე იმუშაონ, ონლაინ რესურსებიც მოიძიონ, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, მარტო თამაშებისთვის ნუ გამოიყენებენ...მერწმუნეთ, ძირფესვიანად მასწავლებელიც ვერ შეძლებს, აუხსნას მესენჯერში ან ფბ-ჯგუფში რთული საკითხები, დიდი-დიდი დავალება ჩაანიშნინოს. რა ვიცი, სულ დავალებების შეუსრულებლობაზე ვჩხუბობდით მასწავლებლები (ყველას არ ეხება) და ახლა გინდა თუ არა ჩამანიშნინოს მასწავლებელმაო...არც ამაზე დაგზარდებით, მაგრამ თქვენ თუ არ გააკონტროლებთ ამ პროცესს, ისე მაინც არაფერი გამოვა. თქვენც ჩვენთან ერთად, წაიკითხეთ, გაეცანით სიახლეებს... ფორსმაჟორში მუშაობა დროულ რეაგირებას მოითხოვს...

არ ვიცით, ხვალ რა სიახლე და მოცემულობა გვექნება... იქნებ ვერც შევძლოთ სასწავლო პროცესის გაგრძელება, პრემიერმა გააჟღერა როგორც ერთ-ერთი ვარიანტი...ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, ჯანმრთელობა, ადამიანობა, თანადგომის, თანაგრძნობის, ამ რთული პერიოდის გადატანის უნარი და შესაძლებლობა.

P.S. ვეცდები, როგორც გამოგვივა, იმ ფორმით მოგაწოდოთ სიახლეები. მიყვარხართ",- წერს პედაგოგი.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება